ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა ონლაინ გაკვეთილზე ორიგინალურად შესრულებული დავალება წარადგინეს

15 სექტემბერს საქართველოში ახალი სასწავლო წელი დისტანციურ რეჟიმში დაიწყო. მიუხედავად სწავლის ონლაინ დაწყებისა, ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები სასწავლო პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი.

სკოლის მე-41 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ლალი ტაბატაძის ხელმძღვანელობით ონლაინ გაკვეთილზე ორიგინალურად შესრულებული პირველი დავალება წარადგინეს.

მეოთხეკლასელებმა საინტერესო და ლამაზი ვიდეორგოლები ჩაწერეს, სადაც საზაფხულო არდადეგების შესახებ საუბრობენ.

„ბედნიერ დღეთა სიმრავლეს გისურვებთ ბავშვებო “, –  წერს მოსწავლეების დამრიგებელი ლალი ტაბატაძე.

იხილეთ ვიდეოები:







etaloni.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: