ვაშნარის ბრძოლა 1918 წლის 10-11 აპრილი – ვაშნარის ჯიხანჯირელი გმირები

„საშინელი სურათები იშლება მგზავრის წინაშე, როცა მებრძოლთა უბრალო საფლავებს თხრიან მოხუცები, ქალები და ეძებენ შვილებს, ქმრებს და ძმებს.”
.
“ერთმა პატარა სოფელმა 35 მებრძოლი დაკარგა, 35 სიცოცხლით სავსე ადამიანი მოშორდა ცხოვრებას. . . მათი საფლავი ვაშნარში გაითხარა. იქ ერთად განისვენებენ მყუდრო საფლავში.
.
სოფ. ჯიხანჯირში (ჩოჩხათის საზოგადოება) დასტირიან დაკარგულებს. . . პატარა სოფელი გლოვობს თავის შვილებს. . .
.
მოგვყავს მათი სია: ძმები ივანე და მოსე მაქს. გუჯაბიძეები, ძმები კასიანე და პლატონ გაბ. გურგენაძეები, ძმები ნესტორ და კალისტე გ. გურგენაძეები, ძმები სერგო და ვასო ს. გურგენაძეები, ბათლომე ჩ. ტიკარაძე, ბათლომე ილ. ტიკარაძე, მიხაკო გ. კოსტავა, გრიგოლ ალ. სარჯველაძე, აკაკი ნ. გუჯაბიძე, ათანასე ბ. გურგენაძე, ლადიკო ე. ტუღუში, ფილიპე ს. ტუღუში, გიორგი ათ. გურგენაძე, ვიქტორ ნ. ჩხარტიშვილი, იაგორ ლევ. გურგენაძე, თედორე ივ. ხომერიკი, დათიკო ან. გურგენაძე, მელენტი გ. გურგენაძე, პანტელიმონ ხალ. გუმბარიძე, ლადიკო ივ. გუმბარიძე, მიხაკო ს. ფიროღლი, ლავ. გ. მეფარიშვილი, ლა. გ. ტიკარაძე, ასალო სარ. ტიკარაძე, მოსე დიმ. ტიკარაძე, სოლომონ ალ. მშვიდობაძე, სიმონ ქ. ტიკარაძე, სიო პ. ტიკარაძე, ვასო ივ. გუჯაბიძე და პილატე ვას. ტუღუში. ესენი იქ ასაფლავიათ, სადაც დაიხოცნენ, რადაგანაც მათი გადმოსვენება შეუძლებელი დარჩა.
.
ესენი ერთად გასწირა საბედისწერო ჟამმა. . . ძმები ერთად ხელ ჩაკიდებულნი. . . ახლობლები ერთად წავიდნენ, ფიცი დასდეს და ერთად დაიხოცნენ. . .“
.
გაზეთი „ერთობა“ 1918 წელი 22 ივნისი.
.
ასევე სხვა წყაროებში მივაგენი კიდევ სამ მებრძოლს რომელიც დაიღუპა ან უგზოუკვლოდ დაიკარგა ვაშნარის ბრძოლაში, ესენია – იური ლუკას ძე აროშიძე (სოფ. ქვიანი); კალისტრატე ღლონტი (სოფ. სუფსა); ლადიკო ჩანჩიბაძე (სოფ. ნატანები)
.
სოციალ დემოკრატი ავთანდილ ურუშაძე თავის მოგონებებში აღწერს ვაშნარის ბრძოლის ეპიზოდს და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, ასევე ბრალს დებს ბოლშევიკებს ქართული არმიის დემორალიზებაში.
.
ამონარიდები ურუშაძის მოგონებებიდან – „როდესაც ოსმალეთი გვიტევდა, ბოლშევიკებმა მოაწყვეს აჯანყება დუშეთში, ოსეთში, სამეგრელოში, ლეჩხუმში, და შემოიჭრენ რუსეთიდან სოხუმის ოლქში. ნასაკირალზედ ყოფნის დროს მოგვიკლეს რამოდენიმე კაცი, ებრალიძე, ორაგველიძე და სხვები.“
.
„რამოდენიმე დღის შემდეგ ნატანების მხრიდან ჩვენებმა შემოუტიეს. ჩვენ მზვერავთ რაზმი წავედით ამბის გასაგებათ ახალ-სოფელში. შეგვხდა ფედარალისტების რაზმი გედევანისშვილის მეთაურობით. ჩვენ ერთად წავედით ვაშნარისაკენ. იქ იმ დროს მივედით, რომ მტერი უკან იხევდა და ჩვენებიც უკან წავიდენ. აქ მტერმა ზარალი ნახა; ჩვენი მხრითაც დიდი ზარალი იყო. უმეტესათ დაიხოცენ ჩოჩხათლები და ნიგოითლები.“
.
„ რამოდენიმე დღის შემდეგ მოდის ჩვენს ნაწილში ისიდორე რამიშვილი და ანანია სალუქვაძე. ისიდორე აკეთებს მოხსენებას. შემდეგ მოხსენებისა, ზოსიმე ფირცხალაიშვილმა ამოიღო ბოლშევიკების პროკლამაცია და გადასცა ისიდორეს. პრაკლამაციაში ბოლშევიკები მოუწოდებდენ ჯარის-ნაწილებს, რომ დაეტოვებინათ ფრონტი და დახმარებოდენ სამეგრელოს და ლეჩხუმის აჯანყებულებს. ეს პირდაპირ პრავაკაცია იყო. ამით ბევრ ყოფილ ჯარისკაცებს, რომლებიც მისდევდენ ბოლშევიკებს, პროვოკატორს აუხილა თვალი. ჩვენებს მიეცა საშვალება, რომ ემხილათ ბოლშევიკების შავი ძრახვები. ამის შემდეგ დიდი უმრავლესობა ჯარისკაცებისა ჩადგენ ჩვენ რიგებში. ბოლშევიკების პროვოკაცია ადვილათ დამარცხდა და შეიქმნა ჯარი. ჩვენ გადავიარეთ ახალ-სოფელში. იქ ყოფნის დროს მოგვიკლეს ერთი ახალგაზრდა ჯარისკაცი კვიჭიძე. ახალ- სოფლიდან წავედით ჩოლოქის პირას. აქ ყოფნის დროს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა 26 მაისს.“
შეიძლება იყოს ერთი ან მეტი ადამიანი-(ი)ს გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share