ლანჩხუთის სკრებულოს წევრი ენმ-დან, კახა ასკურავა 9 აპრილს თბილისში დაგეგმილ აქციას ეხმაურება და წერს, რომ კონკრეტული გეგმის წარდგენის გარეშე მისთვის მიუღებელია ამ აქციაში მონაწილეობა:
“მომწონს და მივესალმები 9 აპრილს დაანონსებულ აქციას.
აბსოლუტურად ვიზიარებ პათოსს და დიდი ხანია გააზრებული მაქვს ამ თარიღის საკრალური მნიშვნელობა საქართველოს უახლოეს ისტორიაში.
მაგრამ,თუ 9 აპრილს უნდა შევიკრიბოთ ჩუმად,არ ამოვიღოთ ხმა,ერთმანეთს ყურში ჩუმად ჩავჩურჩულოთ,რომ ეს ხელისუფლება მოსაშორებელია და მეტი არაფერი, მერე უნდა დავიშალოთ ისე, რომ ხვალ აღარ ვიცით, რას ვაკეთებთ,პირადად მე, ერთი საქართველოს მოქალაქე,არ ვაპირებ გამოვიარო 350კმ.
ბოდიში მაგრამ,9 აპრილი იმიტომ შევიდა საქართველოს ისტორიაში დღე – დიდი მწუხარების და დღე დიდი გამარჯვების,რომ ხმა ამოიღეს, არ შეეგუენ იბრძოლეს, სისხლი დაღვარეს და გაიმარჯვეს!
მეც მზად ვარ ვიბრძოლო, თუნდაც მომკლან ,ოღონდ საქართველომ და ჩემმა შვილებმა გაიმარჯვონ.
ასე რომ, არც პარტიული მითითების შესრულებას ვაპირებ წინააღმდეგ შემთხვევაში და არც მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენას – დავიღალე!!!” – წერს ასკურავა.