რეჟისორი დათა თავაძე უკრაინაშე მიმდინარე ომს ეხმაურება და ამ ომის მიმართ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულების შესახებ წერს:
“6 წლის ბავშვს 7 ტყვიას ესვრის მათი პრეზიდენტი –შვიდს!
“ამ ხალხთან გინდათ “ნეიტრალიტეტი” რომ შევინარჩუნოთ?!
საქართველოს მთავრობა, შეწყვიტეთ ჩვენი დაშინება! იმიტომ რომ არ გამოგივათ. ვერ გაგვაჩუმებთ. “25 თებერვალს რომ იცოდით” რაღაცები, მაგრამ სად იდექით არ იცოდით… ჩალის ფასი აქვს მაგ თქვენს რუსულ “მშვიდობისმყოფელურ” ნეიტრალიტეტს…
ჩვენ, ვინც ყოველი წლის ნახევარს ამ ქვეყნის გარეთ ვატარებთ მუშაობაში, იმიტომ ვბრუნდებით და იმიტომ არ ვრჩებით იქ, რომ ძალიან კარგად გვაქვს გაცნობიერებული, სად ვბრუნდებით, სადაა ეს ქვეყანა, სად ვართ ჩვენ, რა ტერიტორიაზე ვართ, სად ვდგავართ და რა ბრძოლაშიც ვიმყოფებით და ამ ბრძოლის მიტოვებას რომ არ ვაპირებთ, ზუსტად ამიტომ ვბრუნდებით.
გულგრილობა, უპოზიციობა, უპრინციპობა და უსირცხვილობა (რომელსაც თქვენ “მშვიდობას” არქმევთ) რომ გვდომებოდა ამაზე იოლი მოსაპოვებელი არაფერია… უკვე გვაქვს!
არასოდეს მშვიდობაში ჩვენ არ გვიცხოვრია, არ ვიცით მშვიდობაში ცხოვრება და სანამ ყველა ერთად არ გავალთ აქედან, მანამ არ ვაპირებთ დანებებას, მანამ არ ვაპირებთ შეგვეშინდეს და ჩვენს თავისუფლებაზე უარი ვთქვათ. აღარ არსებობს მშვიდობა! არ არის! არის მხოლოდ ბრძოლა მშვიდობისთვის! მშვიდობა კი არ არსებობს ღირსების გარეშე! ასე რომ, ამ ბრძოლიდან ან ერთად და ღირსეულად გავდივართ, ან არანაირად.
თქვენ სად დგახართ ამ დროს დროზე გადაწყვიტეთ, იმიტომ რომ ჩვენ აქ არ გვეშინია პუტინის!!!” – აცხადებს თავაძე.