მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) უკრაინაში რუსი ოკუპანტების მიერ დატრიალებულ ტრაგედიას სოციალურ ქელში ეხმაურება:
“ამ წლის ხარება როგორი სევდიანი და მოწყენილია.
ღვთისმშობელიც გვაპატიებს, რომ შიგნით, გულის სიღრმეში ვერ ვართ ლაღად და ამ უდიდეს დღესასწაულს ღირსეულად ვერ შევხდით…
არადა, კაცობრიობას იმის ჩასახვა ეუწყა, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად ადამიანებს ჯოჯოხეთისგან იხსნიდა, მაგრამ ჩვენ, ამ საუკუნეში ისევ ჯოჯოხეთი მოვუწყვეთ ერთმანეთს…
დიდების ომს ვინ ჩივის, პატარები ჩავრთეთ ამ სიბოროტეში და ჯერ გაუპატიურება, მერე წამებით სიკვდილი მივუსაჯეთ…
ვაღიარებ, არ, ვერ მედღესასწაულება… მხოლოდ კალენდარულად მეხება ეს დღე, შიგნით კი მკვდარი ვარ…
ვერ ვუძლებ ამხელა უსამართლობას, სისასტიკეს, უღმერთობას…
ყველაფერი ყალბი და მოჩვენებითია, თუ ადამიანები ამოწყდებიან…
ღმერთთან ბევრი კითხვა მაქვს, პირველი და მთავარი არის, რატომ პატარები, რატომ ბავშვები?!
ამ დროს არ არსებობს სიტყვა, რომელიც განუგეშებს… გინდა, რომ იღრიალო და მაინც უძლურებისგან საკუთარ სხეულში იხრწნები…
დიახ, ვერ ვხარობ, რამ გამახაროს, ასე, ყველა კალენდარულ საეკლესიო დღეს აღვნიშნავთ და მაინც უარესობისკენ მივდივართ…
მაინც სასიკეთო არაფერი ხდება…
აღარც საინტერესო ცვილელებს ველოდები, გავიყინე და ერთადერთი რასაც ვგრძნობ, აგრესიას, მრისხანებას, ყრუ და დაუსრულებელ ტკივილს…
… და, ამ ყველაფრის მიუხედავად, ძალიან მინდა გავიხაროთ…
თუმცა, ტყვიებით დასეტყვილი ბავშვების ყურება ამის უფლებას არ მაძლევს!..”, – წერს პეტრე კოლხი.