“ბებია დიდ ხის გობზე, ნაშუადღევს იწყებდა ჭადის ზელვას.. ისე ებრძოდა ცომს თითქოს გაბრაზებულია და ჯავრს იყრისო. თავის ჭკუაზე მოიყვანდა, დიდ გახურებულ ქვის კეცზე შქერის ფოთოლს გაუფენდა და უშველებელ გუნდას ზედ გადააგორებდა, ღადარსაც უხვად დააყრიდა და სუფრას გაშლიდა. სადილად სულ იყო ერთი წველა ყველი, მწვანილი, მჟავე კეჟერა და რამე ერთი იჯრა ცხელი კერძი, ჩახანით ბუხარში ჯაჭვზე, ყოველ დღე სხვადასხვა. თუნუქის კიდეს ხშირ ხშირად წამოწევდა და შეამოწმებდა, 4 თითის სისქე ჭადი თავს, რომ მოიშრობდა და მზისფრად შეწითლებას, დაიწყებდა ბავშვებს გამოგვძახებდა “არიქა ნენა, უხმეთ ბაბუათქვენსო..” ბაბუა სულ ზურგზე დიდი გოდრით, ხელში წალდით, მხარზე თოხით ან ცელით მახსოვს.. სულ მუშაობდა, სულ.. მოვიყვანდით ბაბუას, შემოვეხვეოდით და თუნგში ნელთბილი წყლით გამოვეგებებოდით, მხარზე გახამებული ტილოთი. ბაბუა დინჯად დაიბანდა ხელებს, მკლავებს, და კიდევ უფრო დინჯად გაიმშრალებდა სახეს. მაშინ მეჩვენებოდა, რომ განგებ ნელა ირჯება და ჩვენს ჯინაზე არ ჩქარობს. პერანგს შეიცვლიდა, ბოლო ღილამდე შეიკრავდა და მაგიდას შემოუსხდებოდით ყველანი. თვალს მოგვავლებდა, ვითომ პირველად გვხედავდა, სათითაოდ დაგვათვალერებდა , ძალიან ფრთხილად ჭიქაში ღვინოს დაისხამდა ყელწვრილი გრაფინიდან, ცაში აიხედავდა და ორ სიტყვას იტყოდა: “იცოცხლეთ შვილებო..” ეს იმას ნიშნავდა, რომ შეგვიძლია ვეცეთ და ბრდღვნა გავადინოთ ყველაფერს.. მწვანილს, კიტრტრს და პამიდორს სხვა გემო და სურნელი ქონდა. კეცს რომ არეკავდა ბებია და ჭადს მაგიდის კიდეზე ჩამოტეხავდა ოხშივარი ასდიოდა.. ჩახანიდან თუხთუხებდა თხილიანი ქათამი.. მას შემდეგ ასეთი უძლეველობის, ერთიანობის, დაცულობის, სიკეთის, ერთმანეთის პატივისცემის, თანაგრძნობის და თანამოაზრეობის განცდით ერთი დღეც აღარ მიცხოვრია.. ეს იყო შეუცვლელი ემოცია. ის სიმარტივე, სიჯანსაღე და გემო რაც მაშინ , ხომ კარგა ხანია გაქრა და დაიკარგა.. 30 წელი გავიდა.. ყველაფერი შეიცვალა.. ოჯახების უმრავლესობა ერთად აღარ სადილობს.. ერთ ჭერ ქვეშ ვცხოვრობთ და ცალცალკე ვიცმუცნებით, კაცმა აღარ იცის ვინ , რას, სად და როდის.. ამ ოჯახური, ერთად სადილის მოშლა რამეს უფრო დიდს ხომ არ ნიშნავს? პასუხი მგონი ვიცი, მაგრამ არ მომწონს და არ მინდა, ძალიან არ მინდა ასე იყოს..”
#გარდენიასისტორიები
მსგავსი სტატიები
- 100
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე 14 წლის ქაქუთელი გოგონას გარდაცვალებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს: "მეხუთე კლასში ვიყავი, როცა სკოლიდან დაბრუნებულს, სადილად მსხდარმა ოჯახის წევრებმა, მითხრეს – წადი ბაბუას დაუძახე, შემოგვიართდესო. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო; ბაბუაჩემი, ჩემი გმირი და მეზღაპრე, თხილის ბაღში მუშაობდა ხოლმე და მე ვეძახდი სადილად. მაშინც მივირბინე…
- 99
მაკო გომური, რომელმაც 20 ივნისის სისხლიან ღამეს, სპეცრაზმელის ნასროლი ტყვიით თვალი დაკარგა, მკურნალობის კურსის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ გამგზავრებას ვერ ახერხებს. ამის შესახებ მაკო გომური "ფეისბუქ" პოსტს აქვეყნებს, საიდანაც ვიგებთ, რომ უკვე 1 თვეა არავინ გამოჩნდა ჯანდაცვის სამინისტროში, ვინც მისი გამგზავრების საკითხს მოაგვარებდა. ამასობაში კი როგორც მაკო წერს, თვალის პროთეზი დაუზიანდა და…
- 99
დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ქართველებსა და გერმანელებს შორის არსებულ განსხვავებებზე საუბრობს. მისი თქმით, მთავარი განმასხვავებელი ისა, რომ გერმანელებს განვითარებული აქვთ დაკვირვების, ლოგიკური დასკვნისა და სწრაფი ცვლილებების უნარი. „გერმანიაში ხდება მუდმივი განვითარება: 1) დაკვირვების,2) ლოგიკური დასკვნის და 3) სწრაფი ცვლილების მეშვეობით. ესაა მათი ცხოვრების წესი. სულ ელემენტარულშიც…
- 99
ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი თემურ წიკლაურთან გაცნობას იხსენებს: ,,ჩავუსაფრდი და ვუთხარი, რომ..." "მე და თემურ წიკლაური ვახლობლობდით. ჩვენი დედები ნათესავებია, მაგრამ მე მას არ ვიცნობდი და 17 წლის ბიჭი ჩავუსაფრდი ფილარმონიის უკანა კარების გამოსასვლელთან. მისი კონცერტი იყო ანშლაგით მაშინ, გრგვინავდა "ივერია" და თემურ წიკლაური მთელი საბ ჭოთა კავშირის მასშტაბით.…