ისტორიული გარღვევა მედიცინაში! – ამერიკელებმა შექმნეს წამალი, რომელიც ალცჰაიმერის დაავადებას აჩერებს. ამ დაავადებას ჩვენთან, ხშირად, სკლეროზს ეძახიან – როდესაც ასაკთან ერთად ადამიანს ჯერ სიტყვები ავიწყდება, შემდეგ უახლოესი წარსული, რამდენიმე წუთის წინ მომხდარი ფაქტის გახსენებაც კი უჭირთ, შემდეგ ვეღარ ცნობენ ადგილებს, ეკარგებათ ორიენტაცია, ლოგიკური აზროვნება, გადაწყვეტილების მიღების უნარი; დაავადების პროგრესირებასთან ერთად ვეღარ ცნობენ უახლოეს ადამიანებსაც, შვილებს, საკუთარ თავს ვეღარ უვლიან, ბოლოს კარგავენ შეგრძნებების აღქმასაც – მაგალითად, ვერ ხვდებიან, რომ შიათ ან წყურიათ და ა.შ.
საბოლოო ჯამში, ალცჰაიმერის დაავადებას ისეთ უმოქმედობამდე მიჰყავს ორგანიზმი, რომ დასუსტებული სხეული სიცოცხლეს ვეღარ უმკლავდება და კვდება. ამ უმძიმეს ავადმყოფობას, რომელიც ათეულობით მილიონი ადამიანის სიბერეს ნამდვილ ტრაგედიად აქცევს, ახალი მედიკამენტი აჩერებს, რომელიც ამერიკის წამლის სააგენტომ ახლახანს დაამტკიცა.
ახალი მედიკამენტი, ჯერჯერობით, ძალიან ძვირია, მაგრამ თუ ნელნელა მისი წარმოება მასობრივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება, შეგვეძლება ვთქვათ, რომ ალცჰაიმერის დაავადება დამარცხებულია.