“შეხედეთ ამ ანგელოზს…ვინ ვართ და რა ხალხი ვართ ამისთანა”???

შეხედეთ ამ ანგელოზს-აი ასეთი გოგო-ბიჭები იზრდებიან უცხო ქვეყნებში,საკუთარი სამშობლოს გარეთ!
შინაური გაუმაძღარი მტრის გამო აი ასეთ გენოფონდს ვკარგავთ!
ამ ბავშვებს იმ ქვეყნებში არაფერი გაუჭირდებათ-არც გარეგნული ქართული სილამაზე აკლიათ და არც ნიჭი და გონიერება,თავსაც დაიმკვიდრებენ ცივილიზებულ ქვეყნებში,სადაც ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ფასდება-მაგრამ რა ელის ქვეყანას, რომელსაც ერთი საუკუნის მანძილზე უკვე მერამდენედ, საუკეთესოები ტოვებენ, ტოვებენ იძულებით,ქვეყანაში გაუსაძლისი ვითარების გამო?!
აქვს კი ჩვენსავით მცირერიცხოვან, ისედაც დემოგრაფიული კატასტროფის პირას მდგარ ერს იმის ფუფუნება,რომ საკუთარ გენოფონდს ასე ექცეოდეს?!
ვინ ვართ და რა ხალხი ვართ ამისთანა???
მეზობელმა თურქეთმა საუკუნეების წინ გენი გაიკეთილშობილა ქართული,ჩერქეზული და ზოგადად კავკასიური წარმოშობის ქალ-ვაჟთა იძულებითი ტრეფიკინგით, ჩვენ კი-21-ე საუკუნეში,ჩვენივე ხელით ისე დავაქციეთ ქვეყანა,რომ საუკეთესო ქართველები თავისი ფეხით გარბიან უცხოეთში და ეს მათი არჩევანი კი არა,იძულებითი ზომაა! ყველა არ მიდის ეკონომიკური გაჭირვების გამო,ბევრი ოჯახი პოლიტიკური ანგარიშსწორების რეალური საფრთხის გამო გადაიხვეწა საზღვარგარეთ! ქვის გული და ტალახში ამოგანგლული სინდისი უნდა გქონდეს,რომ ამაზე გული არ გეწვოდეს,არ გტკიოდეს და არ გადარდებდეს!!!
შეგნებულად არ ვასახელებ ამ ულამაზესი ბავშვის ვინაობას,ის მხოლოდ სიმბოლოა მასსავით საქართველოდან წასული ჩვენი ახალგაზრდობის,რომელსაც დედობილი უკეთ ექცევა,ვიდრე საკუთარი დედა-ქვეყანა!!!
და ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ იმიტომ,რომ ვიღაც უჯიშო გარეწრების ბანდა კბილებით და კლანჭებით ჩააფრინდა ძალაუფლებას,რომელიც მათთვის პირადი გამდიდრების ერთადერთი საშუალებაა,რადგან არაფრის კეთება იციან და ხალხის ძარცვის გარდა სხვანაირად ვერასდროს ეღირსებოდნენ იმ გოიმურ ფუფუნებას,რომელშიც დღეს ხალხის ხარჯზე ასე თავაშვებულად იხრჩობიან!!!
ამის საფასურს კი ჩვენ ვიხდით,ჩვენი გაუბედურებული სამშობლო იხდის-თავისი საუკეთესო შვილების დაკარგვითა და ქვეყნის მომავლის სრული ნგრევით! ნუთუ ადამიანებიც აღარ ვართ,მოქალაქეობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ???
დაიცალა საქართველო და კიდევ უფრო დაიცლება წლის ბოლოს-დასავლეთის ქვეყნები რომ ვაქცინირების პროცესს მორჩებიან და საზღვრებს გახსნიან!!!
თუ არაფერი შევცვალეთ მაქსიმუმ-შემოდგომაზე,ისეთი მიგრაციული ტალღა დაიძრება საქართველოდან,რომ ებრაელთა ეგვიპტედან გასვლა მონაგონია! ნუთუ გვინდა უქართველებო საქართველო?!
ნუთუ შეიძლება საკუთარი ქვეყნის ნგრევას ვუცქერდეთ და ხელ-ფეხი არ გავანძრიოთ და შევეგუოთ იმას,რომ 21-ე საუკუნეში სამშობლოს ვკარგავთ???
რადგან სამშობლო მხოლოდ ბუნება და ტაძრები არაა-სამშობლო ჯერ ადამიანებია!!!
გაიღვიძეთ ქართველებო!!!
პოსტის ავტორი მაია ორჯონიკიძე
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share