ნამახვანჰესი აღარ აშენდება – ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს

ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს – $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება.

ამის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის – ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზს მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს.

“ENKA Renewables-ი, რომელშიც ENKA İNŞAAT-ი 90%-იან წილს ფლობს, საქართველოს სახელმწიფოს აცნობს, რომ მოხდეს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობა-ფლობა-ოპერირების თაობაზე, 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა/გაუქმება, რის მიზეზსაც კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს”, – ნათქვამია განცხადებაში.

BMG-იმ 15 სექტემბერს სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნამახვანჰესის პროექტის ინვესტორი ENKA საქართველოს მთავრობასთან საარბიტრაჟო დავის დაწყებას განიხილავდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share