არსებული ინფორმაციით, გადახდა ბიტკოინის გამოყენებით განხორციელდა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ გამოსასყიდის გადახდა მომხმარებლების ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელი იყო.
„ეს იყო ძალიან რთული გადაწყვეტილება ჩვენი კომპანიისთვის და პირადად ჩემთვის“, – განაცხადა JBS- ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრე ნოგეირამ.
შეგახსენებთ, კომპანია JBS-ის კომპიუტერულ ქსელებზე გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით კიბერთავდასხმა რამდენიმე დღის განხორციელდა, რამაც ავსტრალიაში, კანადასა და აშშ-ში გარკვეული ოპერაციების დროებითი შეწყვეტა გამოიწვია. თეთრი სახლის განცხადებით, თავდასხმის უკან, სავარაუდოდ, რუსული კრიმინალური ორგანიზაცია დგას.