ვაქცინაციის დასახული მიზნის მისაღწევად, იმუნიზაციისთვის დადგენილი დანაკარგების გათვალისწინებით 2021 წელს ქვეყანას დაახლოებით 3,979,300 დოზა ვაქცინა დასჭირდება. ამის შესახებ საქართველოში „კოვიდ-19“-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმაშიანათქვამი.
გეგმის თანახმად, მაჩვენებელი დათვლილია 18+ მოსახლეობისთვის, რადგან დღესდღეობით არსებული ვაქცინები მხოლოდ 18+ მოსახლეობისთვის არის განსაზღვრული.
პრიორიტეტული (მაღალი რისკის) ჯგუფები და რიგითობა ასეთია:
ჯანდაცვის სექტორის მუშაკები, სამიზნე მოსახლეობა 71,415, ჯგუფის მოცვის სამიზნე – 65%, ასაცრელი კონტინგენტი 46,420.
ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციარები და პერსონალი, სამიზნე მოსახლეობა – 2,600, სამიზნე მოსახლეობა -65%, სულ ასაცრელი კონტინგენტის რაოდენობა – 1,560 ადამიანი.
75 ასაკის პირები, სამიზნე მოსახლეობა – 226,800, ჯგუფის მოცვის სამიზნე -60%, სულ ასაცრელი კონტინგენტის რაოდენობა – 136,080 ადამიანი.
65-74 ასაკის პირები – სამიზნე მოსახლეობა – 329,183, ჯგუფის მოცვის სამიზნე -60%, სულ ასაცრელი კონტინგენტის რაოდენობა – 197,510 ადამიანი.
ესენციური (ძირითადი) სერვისების მიმწოდებლები – სამიზნე მოსახლეობა 180,373, ჯგუფის მოცვის სამიზნე -60%, სულ ასაცრელი კონტინგენტის რაოდენობა – 108,224 ადამიანი.
55-64 ასაკის პირები – სამიზნე მოსახლეობა 478,400, ჯგუფის მოცვის სამიზნე -60%, სულ ასაცრელი კონტინგენტის რაოდენობა – 287,040 ადამიანი.
18-54 ასაკის ქრონიკული დაავადების მქონე პირები – სამიზნე მოსახლეობა 89,400 , ჯგუფის მოცვის სამიზნე -60%, სულ ასაცრელი კონტინგენტის რაოდენობა – 53,640 ადამიანი.
საერთო ჯამში კი ასაცრელი მოსახლეობის სხვა ჯგუფების რაოდენობა შეადგენს 1,434,567 ადამიანს, სამიზნე კი არის 60%, რაოდენობრივად 860,740 ადამიანი.