სენსორის მომზადება შეიძლება, მძღოლი ნასვამი თუ იქნება, არ დაიქოქოს მანქანა – კახაძე

“მე ეს თემა გავხსენი სოციალურ ქსელში და ახლაც მინდა თქვენ გაგიზიაროთ. ნანოტექნოლოგიები ისეთ მაღალ დონეზე ავიდა, სენსორების მომზადებაც შესაძლებელია, რომ საჭესთან თუ მძღოლი იქნება ნასვამი იმ დასაშვები ნორმის ზემოთ, მანქანის ძრავა არ ჩაირთოს. ალკოჰოლს ორგანიზმი ვერ დამალავს როგორც არ უნდა შეეცადოს. ეს არის ძალიან ადვილი მისაღწევი, ოღონდ ეს უნდა მოინდომოს ვიღაცამ, უნდა მოინდომოს მეცნიერებამ”.

– ამბობს “ქართული ოცნების” დეპუტატი ლადო კახაძე ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც განმეორების შემთხვევაში ნასვამი მძღოლებისთვის სანქციები შესაძლოა გამკაცრდეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share