ეს კომენატი მარ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის დროს გააკეთა.
“საპატრიარქოს არ დავუპირისპირდებით არც არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ. ეს არის ცხადი და მარტივი. რაც შეეხება კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიებას, თუ ასეთი არსებობს, ბუნებრივია, ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი და სამართლებრივი შედეგები დადგება რა თქმა უნდა გამოძიების შესაბამისად”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძე აცხადებს, რომ არ იცის სამართლებრივი რეაგირება დაგვიანებულია თუ არა.