ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილების აქცია მიმდინარეობს, სადაც ენმ-ს წევრი, ლევან ხაბეიშვილიც იმყოფება და იმ მძიმე მდგომარეობაზე, რომელშიც იძულებით გადაადგილებული პირები იმყოფებიან, პასუხისმგებლობას ხელისუფლებს აკისრებს:
“მივმართავ პროკურატურას კონკრეტული დამნაშავეები მიეცნენ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში და მთავრობამ სასწრაფოდ უნდა მოაგვაროს ამ ადამიანების პრობლემა. მაჯაზე რომ უკეთია 300 ათას ლარიანი საათი ღარიბაშვილს, მინიმუმ 5 ოჯახს ეყოფა ეს დასაკმაყოფილებლად და ეს საათიც საიდან მოიტანა, თავში ხო არ დაეცა? მოპარული ფულით აქვს შეძენილი” აცხადებს ხაბეიშვილი გადაცემა “დღის სტუმრის” ეთერში ჩართვისას.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე დღეს არც კი გამოხმაურებია სანატორიუმ “ქართლში” დატრიალებულ ტრაგედიას, რა დროსაც 52 წლის კაცმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
შემთხვევა 16 იანვარს მოხდა. როგორც სანატორიუმში მცხოვრებლები ამბობენ, ამ ქმედებით ის შეეცადა, მთავრობის ყურადღება მიექცია პრობლემაზე, რომელზე რეაგირებასაც ათეულობით ოჯახი წლებია ითხოვს, თუმცა უშედეგოდ.
მომხდარს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა “უბედური შემთხვევა” უწოდა.
სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილები ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ, რადგან შენობა სადაც ისინი წლებია ცხოვრობენ ინგრევა და იქ ყოველი შემდეგი დღე სიცოცხლისთვის სახიფათოა.