ოთხ კედელში რომც ვიყო, უფრო თავისუფალი ვიქნები- მელია

“ოთხ კედელში რომც ვიყო, უფრო თავისუფალი ვიქნები”- ამბობს ენმ-ს ლიდერი, ნიკა მელია ტვ პირველის ეთერში, გადაცემა “რეაქციაში”. საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად დამატებით ერთკვირიანი ვადა მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც უწყების განცხადებაში წერია, სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასა და პატიმრობის შეფარდებაზე მიმართავენ.

“თუ მაინცდამაინც თავისუფლებაზე უნდა ვთქვა ორი სიტყვა, შეუძლებელია, რომ ქართულმა ოცნებამ რაიმე სახით თავისუფლება შემიზღუდოს, რადგან, სადაც არ უნდა ვიყო, ბევრად უფრო თავისუფალი ვიქნები […]  თავისუფლებას ვერ ერთ შემთხვევაში ვერ შემიზღუდავენ, ოთხ კედელში რომც ვიყო, ბევრად თავისუფალი ვიქნები, ვიდრე ნებისმიერი ეს ადამიანია, კალაძიდან დაწყებული ნებისმიერი ამ ახალგაზრდით დამთავრებული…”- თქვა მელიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share