ოზურრგეთში, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიებები 13:00 საათიდან დაიწყება:
11:00 სთ – სოფელ ჯუმათში ფიცის დადების საზეიმო ცერემონია;
13:00 სთ – ოზურგეთის საკათედრო ტაძრის პარკში მდებარე საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალის და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავის გვირგვინით შემკობა. ჩატარდება საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი;
13:30 სთ – მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრი – ხათუნა ბებურიშვილის ნახატების გამოფენა;
• 14:00-16:00 – კოსტიუმირებული მსახიობების და ორკესტრის მსვლელობა
• 14:00-20:00 – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
• 14:00-18:00 – საბავშვო სივრცე, ანიმატორები; სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება
• 14:00-18:00 – თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა
15:00-16:45 სთ – კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით;
17:10 – საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო – საზეიმო აღნიშვნა; კულმინაცია ბუშტების და ფოიერვერკის გაშვება;
21:00 სთ – გელა გნოლიძე და „ღამის შოუს ბენდი“; საღამოს დასკვნითი კონცერტი თეატრის წინ, მოედანზე გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.