უეფას ჩემპიონთა ლიგაზე დასრულდა ჯგუფური ეტაპი და გაირკვა თექვსმეტივე გუნდის ვინაობა, რომლებიც პლეი ოფში გააგრძელებენ ტიტულისთვის ბრძოლას.
ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდნენ:
„მანჩესტერ სიტი”, „ლივერპული”, „აიაქსი”, „რეალი”, „ბაიერნი”, „მანჩესტერ იუნაიტედი”, „ლილი” და „იუვენტუსი”.
ისინი მერვედფინალის კენჭისყრაზე განთესილები იქნებიან და ერთმანეთს არ დაუპირისპირდებიან. მათი მეტოქეები განუთესავი კლუბებიდან შეირჩევიან.
ესენი არიან ჯგუფური ეტაპიდან მეორე ადგილით გასულები: „პარი სენ-ჟერმენი”, „ატლეტიკო”, „სპორტინგი”, „ინტერი”, „ბენფიკა”, „ვილიარეალი”, „ზალცბურგი” და „ჩელსი”.
კენჭისყრა 13 დეკემბერს გაიმართება.
radiotavisupleba.ge