ორი ქართველი ჩოგბურთელი წყვილთა შორის ITF-ს ეგიდით გამართული ორი ტურნირის გამარჯვებული გახდა.
რუმინეთის ქალაქ კლუჟში 29 წლის ეკატერინე გორგოძე მონაწილეობდა. ჩვენებური წყვილებში რუმინელ ირინა ბარასთან ერთად გამოვიდა და ფინალში სერბ ალეკსანდრა კრუნიჩსა და ნიდერლანდელ ლესლი პატინამა კერკჰოვეს 4:6, 6:1, 11:9 სძლიეს.
ასეთი დონის ტურნირზე გორგოძემ პირველად იმარჯვა.
23 წლის მარიამ ბოლქვაძემ საფრანგეთის ქალაქ პუატიეში გამართული საერთაშორისო ტურნირის წყვილთა თანრიგი მოიგო.
ბოლქვაძის მეწყვილე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი სამანტა მარი შარანი იყო. მარიამმა და სამანტამ გადამწყვეტი მატჩი ფრანგებს – ოდრი ალბისა და ლეოლია ჟინჟინს მოუგეს – 7:6, 6:0.
ბოლქვაძემ ITF-ს ეგიდით, წყვილებში, კარიერაში მე-9 ტიტული მოიგო.