საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ჩემპიონატზე, რომელსაც ბათუმი მასპინძლობს, პირველი პრიზიორები გამოვლინდნენ. დღეს, კვარცხლბეკზე ამსვლელთა ვინაობა ხუთ წონით კატეგორიაში გაირკვა.
55 კგ: 1.ვახტანგ ლოლუა (ხობი), 2. აკაკი ოსიაშვილი (გარდაბანი), 3. რამაზ სილაგავა (მარტვილი), 3. ლუკა ჯავახაძე (ოზურგეთი).
63 კგ: 1. ბექა გურული (რუსთავი), 2. ოთარ ჯანელიძე (ლანჩხუთი), 3. გიორგი ბერიძე (ოზურგეთი), 3. დიმიტრი ხაჩიძე (ბორჯომი).
72 კგ: 1. იური ლომაძე (ოზურგეთი), 2. გიორგი ჩხიკვაძე (სენაკი), 3. ნიკა ბროლაძე (აჭარა), 3. ნიკა ყორშია (ხობი).
82 კგ: 1. თორნიკე ძამაშვილი (გარდაბანი), 2. თორნიკე მიქელაძე (აჭარა), 3. ბაკურ გურული (რუსთავი), 3. გიორგი მახარაძე (ლანჩხუთი).
97 კგ: 1.გიორგი მელია (სამტრედია), 2. გიორგი ქაცანაშვილი (გარდაბანი), 3. საბა ფურცელაძე (გარდაბანი), 3. ლაშა ბოლქვაძე ცოფურაშვილი (აჭარა).
დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში ჩემპიონები ხვალ, 11 იანვარს გამოვლინდებიან. ცნობილია ფინალური წყვილები: 60 კგ. ამირან შავაძე (აჭარა) – ფრიდონ აბულაძე (აჭარა), 67 კგ. ლერი აბულაძე (აჭარა) – ჯონი ხეცურიანი (ხობი), 77 კგ. თემურ ორჯონიკიძე (გარდაბანი) – რამაზ ზოიძე (აჭარა), 87 კგ. გურამ ხეცურიანი (ქუთაისი) – აჩიკო ბოლქვაძე (აჭარა), 130 კგ. სულხან ბუიძე (ქუთაისი) – საბა ჩილაშვილი (ხაშური).