ოზურგეთელი მოჭიდავეების ბრინჯაო ბორჯომის საერთაშორისო ტურნირიდან

11 – 13 ნოემბერს ქ. ბორჯომში ძიუდოში, ბორჯომის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.
საერთაშორისო ასპარეზობაში მონაწილეობა მიიღო და შინ ბრინჯაოს მედალით წამოვიდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ძიუდოს სექციის სპორტსმენი გიორგი ბუკავაძე. გიორგიმ 60 კგ. წინით კატეგორიაში იასპარეზა და კარგი შედეგი დადო.
 სპორტსმენი ასპარეზობისთვის დიმიტრი ტუღუშმა, დავით ჩიკაშუამ და გოჩა ბურჭულაძემ მოამზადეს.
Verified by MonsterInsights