12 ნოემბერს ქ. თბილისის მძლეოსნობის სასახლემ ( 2008 – 2009 წწ დაბადებულთა შორის) მძლეოსნობაში თბილისის ღია ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმაპინძლა.
შეჯიბრზე იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ- გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა მძლეოსნობის სექციის სპორტსმენებმა და კარგი შედეგი დადეს.
ჩემპიონატზე სამხტომში მეორე ადგილი ირაკლი მექვაბიშვილმა დაიკავა.
ბრინჯაოს მოპოვება სერგო კვანჭიანმა, ირაკლი
მექვაბიშვილმა, ლიზი
ლომაძემ, ეკატერინა
მუსევიჩმა 400*300*200*100 შერეულ ამანათრბენში შეძლეს.
გუნდი შეჯიბრებისთვის მარინე კოტრიკაძემ მოამზადა.
შეჯიბრზე, სიგრძეზე ხტომაში კარგად იასპარეზა პატარა მძლეოსანმა ბექა მჭედლიშვილმა. ასევე ქეთი თევზაძემ, მან (კონკურსის გარეშე) თავისი შედეგები გააუმჯობესა 60 და 200 მ დისტანციებზე.