”ოზურგეთის მერიას გეგმა გადაჭარბებით შეუსრულებია და 253 ძროხა დაუჯარიმებია” – თათია ნიკოლაშვილი

დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. ბიუჯეტის პროექტის შესახებ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი თათია ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
”2023 წლის ბიუჯეტს ვკითხულობ ახლა და ამოუღიათ პროგრამიდან ძროხების გადადენა.
რაღა ეშველება იმ გადამდენს ახლა..
 თუმცა გეგმა როგორც სსრკ- ს შეეფერება, ზე განაკვეთურად შეუსრულებია და როგორც 2022 წლის ბიუჯეტში ვკითხულობთ – 253 ძროხა დაუჯარიმებია..
 რაც შეეხება, მიუსაფარ ძაღლებს, რომელთა პრობლემის მოგვარება ამავე ქვეპროგრამით უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი, ვციტირებ რაც უწერიათ – “უზრუნველყოფილია მიუსაფარ ცხოველთა მართვა” ..
ერთი ადამიანი მაინც თუ ხართ ოზურგეთში, ვინც ამას დაადასტურებთ
რა არის უზრუნველყოფილი და რა უმძიმესი მდგომარეობაა ამ მიმართულებით..”  – წერს ნიკოლაშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share