გია კორკოტაშვილი საზოგადოებას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს და აცხადებს:
“ქართველი კაცი მომთმენია ბუნებით. ჯერ შემოდგომის დოვლათი მოჰყავს, თუ შეიძლება ამას დოვლათი დავარქვათ. მაინც ფუსფუსებენ. ნახევარმა კახეთმა დამირეკა, ვაზი უნდა ავჩეხოო, რატომ–თქო, გავგიჟდი, რატომ და ვშრომობთ, ვწვალობთ და ისევ იგივე ფასად იბარებენ ყურძენსო და არაფერი რჩებათ ხელთ წვალების და შრომის გარდა. საქართველოში რომ ვაზის აჭრამდე მიიყვან ხალხს, მომგებიანი საქმე არ არისო… ღმერთი რომ ასეთ ადგილს მოგცემს და ვერ გამოიყენებ… მაგრამ მაინც, ავად თუ კარგად, ჭირნახულს აბინავებს ჯერ ხალხი. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი გაჭირვების პერიოდი დეკემბერ–იანვარში უნდა იყოს. ზოგს ამოყორილი აქვს მუცელი და ზოგი მშიერი დარჩება. აქეთ მიშა დაჭერილია და საზოგადოების ნახევარი იძახის, ცუდადაა, გამოვუშვათო, ეტყობა ეს ის ადამიანები არიან, ვისი მეგობარიც არ უწამებით და არ მოუკლავთ წინა ხელისუფლების დროს, მაგრამ მეორე მხრივ, მიშას რომ კოსტუმების საქმეზე დაიჭერ… ჩვენც კაი ხვითოები გამოვდექით, პატიმრობაში მყოფს, ცოლს რომ გაგიუპატიურებენ, რაღად გინდა სიცოცხლე, რა არის შენი ღირსება? გული არ გისკდება? ინფარქტით სიკვდილს არ გირჩევნია გამოხვიდე და სამართალი შენით აღასრულო? არ ვგულისმხობ ძალადობას, ყველამ იმოქმედოს ისე, როგორც მისი ღირსება უკარნახებს.
ჩვენ გვქონდა ასეთი იდეაც, რომ არჩევნებზე ხალხმა თავად აარჩიოს თავისი წარმომადგენელი, მაგალითად, ჩოხატაურში, ბუკისციხეში, ჩემ დედულეთში, რომ შეიკრიბოს სოფელი და აირჩიოს ადამიანი, ვისაც ანდობს თავის სიტყვას, ვინც იცის თავისი სოფლის პრობლემა. მერე შეიკრიბოს ყველა სოფლის წარმომადგენელი რაიონში და იქაც თავად აირჩიონ ადამიანი, ვინც რაიონის სიტყვას მიიტანს მთვარობამდე. როცა რაღაც დაფინანსება იქნება გამოყოფილი, სოფელმა იცოდეს, რომ მისი არჩეული წარმომადგენელი ანაწილებს და ობიექტურად ანაწილებს და მართლა იმას ეხმარება, „ნასკი“ რომ აქვს გამოხეული და ლუკმა პური რომ არ აქვს, რომ მრავალშვილიანი ოჯახები, ვეტერანები, პენსიონრები, მომავალი თაობა მოვლილია და მიხედილი პირველ რიგში. ახლა რა ხდება? ახლა ირჩევენ წარმომადგენლებს პარტიული ნიშნით და ყველა აგინებს ხელისუფლებას, ხელისუფლებას კი პოლიცია გამოჰყავს… მივმართავ ქართველ კაცს, სახლში ჯდომას და იმაზე ფიქრს, როგორ გამოვკვებოთ ცოლ–შვილი, უმოქმედობისგან, ღირსების შელახვისგან, სახლში გულის გახეთქვას და ინფარქტით სიკვდილს, სჯობს, გარეთ გამოდი და თქვი ის სათქმელი, რაც გაქვს! აღარაფერი გვაქვს უკვე დასაკარგი. ვინც თვლის, რომ ჯერ კიდევ აქვს დასაკარგი რამე, ჩაბეტონდეს სახლში… მე ჩვენი წინაპრებიდან, ჩვენი მეფეების ქცევებიდან გამომდინარე ვიცი, რომ ქართველი კაცი ყოველთვის იბრძოდა ღირსებისთვის, თავისუფლებისთვის, ახლაც იგივეს მოლოდინი მაქვს” , – ამბობს კორკოტაშვილი alia.ge-სთან საუბარში.