ოზურგეთელი სპორტსმენების ოთხი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო საერთაშორისო ჩემპიონატიდან

 ქალაქ ქუთაისში სპორტის სასახლეში ტაეკვონდოში საერთაშორის ტურნირი გაიმართა.
ასპარეზობაში 400 – ზე მეტი სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის სომხეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის გუნდები.
იმერეთის ღია ჩემპიონატში 2009 – 2016 წლებში დაბადებულმა ვაჟებმა და გოგონებმა იასპარეზეს.
ჩემპიონატზე წარმატებით გამოვიდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ტაეკვონდოს სექციის ( ურეკი) სპორტსმენები. ოზურგეთელები საპრიზო ადგილზე გავიდნენ და შინ 4 ვერცხლი და 1 ბრინჯაო წამოიღეს.
🥈
ანასტასია კვეტენაძე ( 21 კგ)
ია მჟავია ( 47კგ)
საბა გოგუაძე ( 100 კგ)
ზურაბ ჩხვიმიანი ( 57 კგ)
🥉
მაქსიმ კვეტენაძე ( 23 კგ)
✅ გუნდი ასპარეზობისთვის გიორგი ბერიძემ მოამზადა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share