12 წლის ოზურგეთელმა მოფარიკავემ საერთაშორისო ტურნირიდან ბრინჯაო წამოიღო

12 წლის ოზურგეთელმა მოფარიკავემ საერთაშორისო ტურნირიდან ბრინჯაო წამოიღო.
23 ოქტომბერს ქ. ზესტაფონში ფარიკაობაში ს. საყვარელიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.
საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ფარიკაობის სექციის სპორტსმენმა, ნია თედეშვილმა მიიღო და შინ ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.
ნია თედეშვილისთვის ეს რიგით მეორე საპრიზო ადგილია. მას სპეციალისტები პერსპექტიულ და საინტერესო მომავალს უწინასწარმეტყველებენ. იგი აღნიშნულ ასპარეზობაზე 2010 წწ დაბადებულთა შორის გამოვიდა.
 ნია თედიაშვილი ასპარეზობისთვის მალხაზ კვაჭაძემ მოამზადა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share