ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე:
თუ არ გავიაზრეთ შეცდომები, არაფერი გამოვა: “ოცნებას” წაგებულ პროპაგანდას თავისმართლება კი არა, ეფექტური სტრატეგიის დადება და განეიტრალება უნდა; ხალხისკენ და სახელმწიფოსკენ ნაბიჯის გადმოდგმის მსურველებს, მათ შორის, ბიზნესებს, ჩაქოლვა კი არა, წახალისება უნდა; რუსთაველზე, ბათუმში, ქუთაისში თუ ზუგდიდში პროტესტი არ წყდება, ამით თავის დამშვიდება კი არა, იმის გაზომვა გვინდა, რამდენად გვაახლოებს ეს შედეგს და რა დამატებითი ნაბიჯები თუ რესურსები გვჭირდება მიზნამდე მისასვლელად; ფიქრი, ანალიზი და განსჯა უნდა: რას ვშვებით მაშინ, თუ “ოცნება” არც აქციებზე რეაგირებს და არც სანქციებზე?, თუ არ უნდა დავუშვათ ეს სცენარი? იმისი არ იყოს, “ოცნება” აუცილებლად დათმობს ხელისუფლებას, რას ქვია არ აღიარებს წაგებასო?! სულ ტყვიასავით მახსოვს ვინ და როგორი აგრესიით მიმტკიცებდნენ ამას და ალტერნატიული სცენარებისთვის მზადებას არც კი განიხილავდნენ. რას ვშვებით მაშინ, თუ ტრამპის ამერიკა მართლაც აამოქმედებს მონრო 2.0. დოქტრინას და განაახლებს ბრტძოლას თავისი გავლენის სფეროების გაფართოებისთვის: რა ახალი ვნებები იღვიძებენ ამ შემთხვევაში ჩვენს რეგიონში ერთის მხრივ რუსეთის და მეორეს მხრივ, თურანის მზარდი ამბციბის სახით?! როგორ პოზიციონირებს საქართველო ამ შემთხვევაში და როგორ ზრდის ამერიკის ინტერესესს თავის მიმართ?! და ა.შ. მოკლედ, მანქანის მოლოდინში ბევრი რამ ერთად ჩავყარე
მაგრამ, ცხადია, რომ თვითრეფლექსია, სტრატგეიული აზროვნება და სათანადო ნაბიჯები გვჭირდება.