ევროპარლამენტის შემდეგ, საქართველოს შესახებ რეზოლუციის დამტკიცებას გერმანიის ბუნდესტაგი გეგმავს. დოკუმენტის შინაარსი უკვე ცნობილია და მასში ოცნების მიერ მიღებულ რუსულ კანონსა და ივანიშვილის გუნდის ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზეა საუბარი. ბუნდესტაგი დაჟინებით ითხოვს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას. დოკუმენტს დღეს, ბუნდესტაგში საქართველოს საკითხის განხილვის შემდეგ გერმანელი პარლმანეტარები უყრიან კენჭს.
ოპოზიციაში აცხადებენ რომ ქართული ოცნება უკვე სრულ იზოლაციაშია და პარტნიორი ქვეყნები ერთმანეთის მიყოლებით იღებენ უმკაცრეს ზომებს ივანიშვილისა და მისი გუნდის ანტიდემოკრატიული პოლიტიკის შესაჩერებლად