“ოცნების” ძირითადმა ბირთვმა პაუზა აიღო იმის შიშით, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვა უტყუარ მტკიცებულებებს დადებს”

“ოცნების” ძირითადმა ბირთვმა პაუზა აიღო იმის შიშით, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვა უტყუარ მტკიცებულებებს დადებს” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებიდან წერს.

“რაც შეეხება უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას. ორი დღით ადრე, მთავრობამ თქვა, რომ სანქციებს არ უერთდებოდა, გუშინ, ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ სანქციურ სიაში მყოფ საქონელს არ ატარებს. კი მაგრამ, სანქციები თუ არაა, “სანქციური საქონელი” საიდან გაჩნდა?

თუ არსებობს ეს სია, გამოაქვეყნონ. ჩემი აზრით, “ოცნების” ძირითადმა ბირთვმა პაუზა აიღო იმის შიშით, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვა უტყუარ მტკიცებულებებს დადებს. თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ დაზვერვის მთავარი ინფორმაციის წყაროები ამჟამად ამერიკული და ბრიტანული დაზვერვებია”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share