უმძიმესი ამბავი უკრაინიდან – ქართველი სამხედროები ქიმიური იარაღით მოწამლეს.
“პირველებისთვის” მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქართული დანაყოფის 6 წევრი სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ყველა მათგანს სამედიცინო კვლევები უტარდება.
მოწამვლის სიმპტომი ქართველ მებრძოლებს ერთდროულად გამოვლინდათ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ისინი საომარი მოქმედებების ეპიცენტრიდან დაბრუნდნენ.
ირკვევა, რომ სამხედრო ოპერაცია ქართველებმა ანტონოვის ეროპორტთან ჩაატარეს, საიდანაც ყველა საავადმყოფოში მოხვდა.