სააღდგომო ლელოგატანია დვაბზუში

ოთხმეზური მოსულა ერთი კაცი, ბახუტაჲ. სიდან მოსულა, კაცმა არ იცის. შუუფარებია თავი გურიელთან. გურიელს ქონებია ოჯახი ცხემლისხიდზე. დაქორწილებულა ბახუტაჲ. გასჩენია მას სამი ვაჟი: ესე, ივანე და გიორგი. იმის ნამბრავლი ვართ ჩვენ. ახლა ვართ ჩვენ ამ სოფელჩი რვაი მოსახლე. აქიდან წასულია ორი მოსახლე ოზრუგეჩი. თფილისში ოთხი მოსახლეა.
.
ჩემი ბიძა, გაბრიელ ოთხმეზური, ვაჟკაცი ყოფილა. თათრის ომში ბევრჯელ მუუღია მონაწილოობა. დაჭრილიც ბეურჯელ ყოფილა. მაშვინდელი ორდენები ბევრი აქ გულზე დაკიდული, გაჭედილი. ბულთიც უთამაშია.
.
ჩვენი ძველები თამაშობდენ ლელოგატანიას. ეკლესია რომაა აქანაჲ, იმის ქვედას მიქონდა ქვეით; იმის ზედას მიქონდა ზეით. ამ ზეით იყო ოთხმეზურები და დათუნაიშვილები და კიდომ სხვადასხვა გვარები. ხაფთასნები იყვენ, ღლონტებიც იყვნენ შით. მოორე მხარეს იყვენ ქვედადვაბზუელები: კალანდარიშვილები, ბერიძნები, გოგოტიშვილები, სკამკოჩაშვილები, ღლონტები, ორაგველიძნები და სხვადასხვა გვარები კიდომ.
.
ბულთი ზედაურს ზეით მიქონდა, ქვედაურს – ქვეით, მარა საზღვარი არ იყო დათქმული. სიქამდი არ დეიმალებოდა ბულთი, იქამდი სულ ვღლიტობდით, ვიღლიტებოდით ყანაში, ბახჩაში. არ ვერიდებოდით ზარალს. ღობიები სულ წეიქცეოდა, დათესილი ყანიები სულ დეიჯეკნებოდა. ხელახლა დასათესი გახთებოდა. როცხა ბულთი დეიმალებოდა ან დეიხეოდა, მაშვინ ვანებებდით თამაშს თავს. კაჟი შექვონდა შით და იმით გავშჭრიდით ბულთის ტყავს; ფხასვით იყო გატენილი. ფხასვი გამოციოდა, დარჩებოდა მარტო ტყავი. ამ ტყავს წეიღებდა ხალხი ნაწეკვ-ნაწეკვათ. თუ ბულთი გადარჩებოდა თელათ, დამალვიდა რომელიმე ფხარე, გამეიტანდა მიორე თამაშობაზე.
.
მიორე თამაშობა გეიმართებოდა ახალკვირეს. კიდევ ისთე ვიღლიტებოდით. ვიყავით მისეული ამ ერ ბულთზე გურგუსათ. გურგუსიალობდა ხალხი. აღდგომა რომ გადავარდა, მერმე ფთამაშობდით პირველ და ორ მაისს. აი სათამაშო იყო ინტერესიანი. ტანისამოსს ვიკერვიდით სპეციალურათ ბულთის სათამაშოთ, რომ არ შამოქვხეოდა ტანზე კაი ტანისამოსი. ზოგიერთს ტანზე შამიეხეოდა მისი საგარიო ტანისამოსი და გამოდიოდა შიშველი წელზეით.
.
იმ თამაშობაში გარდამიდან ცხენებიც ხავდენ. ბულთს შუუგდებდენ ცხენზე კაცს და გაქონდა ცხენიდან კაცს ბულთი. წეიღებდა საცხა და დამალავდა. მაშვინ დიეთხოვოდა ხალხი. ზოგიერთ ახალგაზდას ქონდა კაი მუხლი, კაი გაქცევა იცოდა. ქვედასაც ხავდა კაი მუხლის ხალხი და ზედასაც. იგინი არ იღლიტებოდა. თუ ბულთი მუუვარდებოდა ხელჩი, გეიქცეოდა. მოწინამდეგე მიზდევდა. თუ დეიჭირავდა, ხელახლა ვიღლიტებოდით და მერე კიდომ ისთე და კიდომ ისთე.
.
დვაბზუში ვიცოდით დღესასტავლი გიორგობა. სხვადასხვა კუთხიდან მოდიოდა ხალხი ეკლესიაზე. იქინეი რომ შევხთებოდით ნათესავეფს, მოყვარეფს და კას ნაცნობეფს, დავპაიჯებდით სახში, დავათრობდით და გუუშობდით. გიორგობა ერ დღეს იყო. ღამეს არ ათევდენ ეკლესიაზე, წევიდოდენ სახში.
.
მთქმელი: თეოფილე ოთხმეზური, სოფელი დავბზუ, ტქსტი ჩაწერილი გრიგოლ იმნაიშვილის მიერ 1962 წელს.
.corpora.co
ფოტოზე – ლელოს სათამაშო ბურთი გურიიდან. გარსშემოწერილობა 60 სანტიმეტრი. დამზადებულია გურიაში მე-20 საუკუნის დასაწყისში. სამუზეუმო ექსპონატის შენახვის ადგილი: “Российский этнографический музей”
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share