ქაქუთი – ღვინის დაყენება

ჩვენსკენ შობა ველური ვენახი – ადესაჲ. ადესაჲ საშვალო ხის ყურძენია. არის კიდო: ჩხავერი, მაღალი ხის ყურძენი, ტევანდიდი, ალადასტური, ხოფათური, კლარჯული, ბათუმურაჲ, კიკაჩაჲ, მანცქავრაჲ, საფერავი. აგინი იყო, მარა მūვლელობის გამო არ იხეირა და დარჩა მარტო ადესაჲ.
.
ჩხავერზე წინ არც ერთი არ იყო. სახელგანთქმული იყო ღვინისთვის. ყურძნათ შესანახავი იყო საფერავი, ჩხავერი. საფერავი, როგორც მენალი, ისე ღებავდა. გūრევდენ სხვაში ფერის მოსაყვანათ. ყურძნის ჭავლს ჩამოვიღეფთ ძირში, ჩავამაგინეფთ, ჩავრგავთ, ძირს გეჲკეთებს. ერ წელიწადს მემრე მოვთხრით. უფრო შემოდგომაზე ვამაგინეფთ და მარტამდი ყოველთვის გადირგვება.
.
კაი ყურძენი იცის თხმელამ. ჩხავერს უხაროდა ხუმბრა. ყურძენს დანაცრავდა. არც დამაგინებამ ცადა და არც არაფერმა. ყოველთვის ნაცრავდა. გადაბრუნებულმაც არ ქნა, რადგან აგი სირისტიანი მიწაა. ყურძენს, ყინვების რომ ეშინიან, მიწაში ჩაყრიან და გაზაფხულზე რგავენ. ადესა ყურძენს უნდა სხეპვა, გადაწყობა. წრეულს რუმ ვენახი გამუა, შეიძლება გაისათ სულ არ გამეჲსხას, თუ არ გამსხალე.
.
ყურძნის კრეფა:
.
ყურძნის მოსაკრეფათ ხეზე ევტანთ გიდელს, მოვკრეფთ თითო ტევნათ, ავამსეფთ გიდელს და ჩამūშვებთ ძირში. გიდლის ცლელი გამოსცლის, ეჲფსება გოდორი. ყურძენს მივტანთ საწნეხელში, საწნეხელი მარანში გვაქ. საშვალო საწნეხელს აფსებს ორმოცი ფუთი ყურძენი. გევძროფთ ფეხზე, დევბანთ და ჩავჭყეპთ, ანდა უროჲთ ჩავჭყეპთ. წვენს თანასთან ვიღეფთ კოპით და ვასხამთ კოკაში ან ჭარიკაში, ან ფუთიანში. ვორფუთიანს ქვია საწყავი.
.
მერე მიგვაქ და ვასხამთ ჭურში. საწნეხელზე ჭყეპიხან იწურება წვენი. საწურია სუზგი ან გუმბრას მივაწყობთ ხეზე, მერე დავასხამთ ზეთ წვენს და გეჲწურება.
.
ღვინის შენახვა:
.
ჭურზე ხეჲა გაკეთებული – როგო. ამ როგოზე მოზელილ ტალახს მūგლისავ, წყალი არ ჩევდეს შით. სულის მოსათქმელათ როგოში უმწყდოვთ რამეს და სულს ითქვამს. საშიშია, დუღს და თავი არ გადააგდოს. ჩხავერი გასტკლეცდა, მაგრამ ადესაჲ ვერ იზამს მაგას. ასე რჩება თუთხმეტ დღეს.
.
მემრე როცა დუღილს დაათავებს, დავგოზავთ კარქათ და ვტევთ. თუ დიდია ჭური და ბევრია ღვინო, გადიღებენ სხვა ჭურში. შით რჩება თხლეჲ, თûარ ამოიღე, დūცხუნებს და მოინაყება, ეჲრევა ერთქვანებში. დაღვინებამდის არის ტკბილი. დაჭნეხიდან მეხუთე დღეს დაღვინებულია.
.
რუმ დეჲჭნიხება, ტკბილია. როცა შეხურდება და დუღს, მაშინ მაჭარია; როცა დადუღდება, მემრე ღვინოა. ქვაბში ადუღეფ წვენს, მოხდი ქაფს და შეინახავ, იგი ტკბილი იქნება. ყურძნიდან კეთთება ფელამუში, ჯანჯუხი, ბეთმეზი, ლეჩერი.
.
ჭურის რეცხვა:
.
სანამ ღვინოს ჩავასხამდეთ ჭურში, ჭურს ვრეცხთ ორჩხუშით. ორჩხუშს სიმინდის ქუჩეჩაჲთ ვაკეთებთ. წყლის ამოსასხმელათ ვხმარობთ ორკოპეს. ღვინო: როცა დავჭყეპთ ჩხავერს, გūრევთ წყალს, რადგან იგი ცოტა მჟავეა, გატკბილდეს და იქნება წყალნარევი ღვინო. ღვინო ფერათ გამოდის წითელი და შავი. შავ ღვინოს დიდ დროს უნდა საწნეხელში გაჩერება, წითელს კი არა.
.
საწნეხელში ჭაჭა რომ გვაქ, იქ ვაკეთეფთ წოწინარს. დავაწვებით და გამოდის წვენი. ჭაჭას შავყრით ერკენ, ცალ თავს გამūცლი საწნეხელს და, სადაც დაბალია, იქით წავა წვენი. ჭაჭას ჭურთან მივტანთ კარდლით და ჩავყრით ჭურში. რჩება ერთი თვიდან, რაცხამდენ ხანს გინდა. თუ აფსილია ჭური, იგი დიდხანს რჩება, თუ არ არის აფსილი, ხდება, ნაკლებ და ნელი გამოდის ოტკა.
.
მთქმელი: რამაზ აბდუშელიძე. ჩაწერის ადგილი: ქობულეთი, სოფ. ქაქუთი. ჩაწერის წელი – 1935;
(ივანე გიგინეიშვილი, ვარლამ თოფურია, ივანე ქავთარაძე ქართული დიალექტოლოგიაcorpora.co)
.
ფოტო – Альбом церквей и школ общества и народностей Кавказа (1910) – ქაქუთის სამრევლო სკოლა, სკოლის მასწავლებელები და მოსწავლეები
შეიძლება იყოს text that says 'Typiйcko- мижгрельская епархія. группа учащихъ и учащихся церковно-приходской школы въ сел. какути (аджария), содержимой на средства общества.' გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share