გიორგი ნიკოლოზის-ძე შილაკაძის ორი ანკეტა

სოციალ დემოკრატიული პარტიის 1917 წლის (16-26 აგვისტო) გაერთიანებული ყრილობის დელეგატის გიორგი შილაკაძის ანკეტები.
.
გიორგი შილაკაძე გახლდათ 1905-1906 წლების გურიის აჯანყების ერთერთი მეთაური, გურიის კომიტეტის წევრი და ბენია ჩხიკვიშვილის თანამებრძოლი და მასთან დაახლოებული პირი. იგი ასევე გახლდათ ამავე აჯანყების ერთერთი მთავარი ფიგურის დიომიდე შილაკაძის ძმა. როგორც ანკეტიდან ირკვევა იგი იყო 1907 წლის სოციალდემოკრატების ლონდონის ყრილობის დელეგატი, ასვე ორჯერ იყო გასამართლებული 102-ე მუხლით (Новое уголовное уложение 102 ст.) – ისეთი ორგანიზაციის წევრობა რომელიც მიზნად ისახავს მძიმე დანაშაულის ჩადენას.
.
მეორე – პარტიის ანკეტიდან ირკვევა, რომ იგი სხვადასხვა დროს იყო ესერების (სოციალისტურ რევოლუციის) და სფერების (სოციალ ფედერალისტების) პარტიის წევრიც.
.
(ანკეტები შევსებულია შრიფტით, რომელიც მოქმედებდა 1918 წლის ორთოგრაფიული რეფორმის შემდეგ, აქედან გამომდინარე ეს დოკუმენტები ანუ შემდგომში გადმოტანილია მონაცემები)
Личные анкеты делегатов. Георгий Николаевич Шилакадзе; Российский центр хранения и изучения документов новейшей истории (РЦХИДНИ)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share