„ქართული ეკლესია არა მხოლოდ მართლმადიდებლურია, არამედ ამასთანავე არის ადგილობრივი და ნაციონალური“ – ნიკო მარი

1905-06 წლებში საქართველოში დაიწყო მოძრაობა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მიზნით. რასაც ეწინააღმდგებოდა რუსული საერო და საეკლესიო პირები. ამ პერიოდში ავტოკეფალიის აღდგენის მხრდამჭერი ორი მნიშვნელოვანი ნაშრომი გამოქყვენდა – რუსი თეოლოგის ნიკოლოზ დურნოვოს „Судьбы грузинской церкви. По вопросу о Грузинской церковной автокефалии“ და ნიკო მარის „История Грузии: культурно-исторический набросок; По поводу слова прот. I. Восторгова о грузинском народе“.
.
დურნოვოს ნაშრომი ძალიან საინტერესოა და იგი შეეხება თითმის ყველა თეოლოგიურ ასპექტს დაწყებული ქართული ეკლესიის გაუქმებიდან და მისი ავტოკეფალიის აღდგენის სამართლიანობის დასაბუთების ჩათვლით. მისი მტკიცებით ქართული ეკლესია მიტაცებული იქნა რუსეთის ეკლესიის მიერ, ამის უმთავრესი მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ქართული ეკლესიის ავტოკეფალია მიჩნეული იყო საქართველოს მიერ მოსალოდნელი დამოუკიდებლობის გამოცხადების მთავარ წინაპირობად.
.
ნიკო მარი თავის ნაშრომში სხვა ყველაფერთან ერთად განიხილავს ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის მოწინააღმდეგეთა შორის ერთერთი მთავარი იდეოლოგის ვოტორგოვის მოსაზრებებს. ვოსტორგოვის ზოგადად კავკასიისადმი დამოკიდებულების ახსნის მიზნით მარს მოყავს მისი სიტყვები: „კავკასიაში მცხოვრები ხალხებიდან, ყველაზე უფრო სიმპატიურად გამოიყურებიან თათრები: ისინი ყველაზე უფრო ერთგული ხალხია; ისინი არ ცდილობენ წინ წაწევას, რადაგანაც არა აქვთ თავიანთი გაზეთები, არ ყავთ ინტელიგენცია, არა აქვთ ფული პროპაგანდის საყიდლად და არ ყავთ ნაყიდი მწერლები.“
.
ნიკო მარი შენათითხნ კომპოზიციას უწოდებს ვოსტორგოვის მოსაზრებას საქართველოზე – „ვოსტორგოვი ამტკიცებს, რომ საქართველოში ქართველებამდე, ცხოვრობდნენ ადგილობრივი აბორიგენები, რომლებიც ქართველებმა გაყარეს კახეთიდან, ქართლიდან და შავი ზღვისპირეთის დაბლობიდან, რის შემდგაც ეს ტერიტორიები მოიცვა საქართველოს სამეფომ“.
.
ვოსტორგოვი წერდა, რომ ქართული ეკლესიის ავტოკეფალია არ იყო ქართველი ხალხის სურვილი, ამბობდა, რომ ქართველების უმრავლესობა სოციალდემოკრატი იყო და ეკლესიის ბედი საერთოდ არ ადარდებდათ. ასევე მისი აზრით ვინაიდან ქართველებს სახლში ხატები არა ჰქონდათ, მათი გულწრფელობა ქრისტიანობასთან დაკავშირებით ძალიან საეჭვო იყო. რაც მთავარია ამბობდა, რომ – „ქართველების სურვილი ავტონომიის შესახებ ამჯერად ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის მოთხოვნაში გამოისახა“ ხოლო შემდეგში დამოუკიდებლობას მოითხოვენო.
.
გთავაზობთ ციტატებს ნიკო მარის ნაშრომიდან „История Грузии: культурно-исторический набросок; По поводу слова прот. I. Восторгова о грузинском народе“:
.
„საქართველოს დაუნდობელი მტერი ყოველთვის იყო დიდი სახელმწიფოების ტირანიული წყობილება, მიუხედავად „ველიკოდერჟავული“ ხალხის სარწმუნოებისა და რასისა.“
.
ნიკო მარი – „ქართული ეკლესია არა მხოლოდ მართლმადიდებლური, არამედ იგი ამასთანავე არის ადგილობრივი და ნაციონალური, მას გააჩნია საუკუნეებში განწმედილი თავისი აღთქმის ენა, თავისი ადგილობრივი გადმოცემები, ყავს თავისი მოწამე მამები და დედები, მისივე ეროვნულ-საეკლესიო იდეისათვის მებრძოლები. რომელი იდეების რეალურად განხორციელებამაც დიდი ხანია გააერთიანა ეროვნულ-კულტურული სახით ყველა ქართული ტომი ერთიან მშობლიურ სხეულში ერთიანი სულით. ქართული ტომების ამ ცოცხალმა ფსიქოლოგიური მოთხოვნილების იდეამ გააძლიერა ქართული ეკელესიის შემოქმდებითი ძალა და მისცა მას შესაძლებლობა საოცარ სიღრმემდე ჩასწვდომოდა მონათესავე ქართულ ტომებს.“
.
„XI საუკუნის ქართული საეკლესიო გალობა იყო თავითმყობადი და ნაციონალური, რის გამოც ახალ ბერძნულ საეკლესიო გალობას მოუწია ქართული გალობის ნორმების გათვალისწინება. ქართული ეკელსიის მაღალი მდგომარეობის ნათელი დასტურია ის გახლავთ, რომ იერუსალიმში რუსულმა მართლმადიდებლურამ ეკლესიამ მიუხედავად ძლევამოსილი რუსეთის იმპერიის მხარდაჭერისა ნაწილობრივადაც ვერ მიაღწია ისეთ გავლენას, როგორიც ჰქონდა მცირერიცხოვანი ქართველი ხალხის ეკლესიას.“
.
Mapp Н.Я. – „История Грузии: культурно-исторический набросок; По поводу слова прот. I. Восторгова о грузинском народе“ (1906).
.
ნიკო მარის სახლმუზეუმი. ჩოხატაური, დაბლაციხე
შეიძლება იყოს შენობის გარეთ and ხე გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share