საგინაშვილის ტრიუმფი ლარატთან – ჰალკმა მეტოქე გაანადგურა

თურქეთის ქალაქ სტამბულში მკლავჭიდში გრანდიოზული ღონისძიება გაიმართა, საღამოს დასკვნით შეხვედრაში ერთმანეთს ლეგენდარული მკლავჭიდელები დაუპირისპირდნენ. ლევან საგინაშვილი ამერიკელ დევონ ლარატს შეხვდა და მეტოქეს ისევ უშანსოდ მოუგო.

საგინაშვილმა მეტოქეს ხელი 4-ჯერ გადაუწია. ამერიკელმა მხოლოდ პირველი შერკინებისას შეძლო წინააღმდეგობის გაწევა, რის შემდეგაც ლევანის დომინაცია აშკარა იყო. ქართველმა მკლავჭიდელმა 4:0 გაიმარჯვა და ლარატს კიდევ ერთხელ სძლია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share