15 – 17 ოქტომბერს ქ. თბილისში იოსელიანის სახელობის მძლეოსნობის სასახლემ და ახალი დიღმის სპორტული კომპლექსის მძლეოსნობის სათადარიგო სტადიონმა ( არენამ) მძლეოსნობაში საშემოდგომო ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლა.
ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა მძლეოსნობის სექციის სპორტსმენებმა. ოზურგეთელმა მძლეოსნებმა შინ ერთი ოქრო, ოთხი ვერცხლი და სამი ბრინჯაო წამოიღეს.
ქეთევან თევზაძე – ბირთვის კვრა – I ადგილი. ამავე შეჯიბრზე ქეთევან თევზაძემ სიგრძეზე ხტომაში II ადგილი დაიკავა.
ქეთევან მამალაძემ ორ სახეობაში ბადროს ტყორცნასა და ბირთვის კვრაში II ადგილი აიღო.
ნიკოლოზ თორდიამ 400 მ რბენაში II ადგილი დაიკავა.
მერაბ მახარაძემ სამხტომში III ადგილი აიღო. მძლეოსნობი ასპარესობისათვის მარინე კოტრიკაძემ მოამზადა.
აღნიშნულ ჩემპიონატზე მესამე ადგილს, 100 და 200 მეტრიან რბენაში ზურა მამფორია დაეუფლა.იგი შეჯიბრისთვის მინდია ერქომაიშვილმა მოამზადა.
სპორტის განვითარების ცენტრი