დღეს, ოზურგეთის ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლეში აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი, საკალათბურთო ტურნირი გაიმართა.
ასპარეზობაში მონაწილეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული საკალათბურთო სექციის სპორტსმენებმა მიიღეს.
შეჯიბრი ამხანაგურ სახეს ატარებდა.
ტურნირი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდა.
შეჯიბრში მონაწილე ოთხივე გუნდს მედლები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები , გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი თასი გადაეცა.