საყვავისტყელ აზნაურებს შარვაშიძესა და ჯაყელს შორის 1850 წელს დადებული ნასყიდობის ხელწერილი

საყვავისტყელ აზნაურებს შარვაშიძესა და ჯაყელს შორის 1850 წელს დადებული ნასყიდობის ხელწერილი
.
სახელმწიფო (ანუ ტახტის) აზნაურ გიორგი ქაიხოსროს-ძე შარვაშიძესა და აზნაურებს ივანე და ვატა დავითის-ძე ჯაყელებს შორის 1850 წელს დადებული მიწის ნასყიდობის ხელწერილის მიხედვით ჯაყელმა 73 ვერცხლის მანეთად იყიდა შარვაშიძის წილი საზიარო მამულიდან. ხელწერილი გურიაში ადრე არსებული იურიდიული პრაქტიკის თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა და დროის გათვალისწინებით საკმაოდ გამართულიცაა. თუმცა აქვე ძალიან საინტერესოა, რომ ამავე დოკუმენტში გვარი „შარვაშიძე“ რამდენიმე ფორმითაა მოხსენიებული, კერძოდ „შაურაშიძე“ და „შარაშიძე“. მაგალითად ხელწერილს ხელის მოწერის ნაწილში გიორგი შარვაშიძის ნაცვლად მითითებულია გიორგი შაურაშიძე, ხოლო ხელს მის მაგივრად აწერს „მისივე აზნაური ალექსანდრე შაურაშიძე“.
.
იმავე 1850 წელს (6 დეკემბერს) რუსეთის იმპერატორის მიერ დამკიცებული იქნა გურიის თავად აზნაურთა სია, რომელშიც არც აზნაური „შარვაშიძეა“ მოხსნებული და არც „შაურაშიძე“, მაგრამ სიაში შეტანილია – აზნაური გიორგი ქაიხოსროს-ძე შარაშიძე და მისი ოჯახი (მეუღლე მისი ელისაბედი მათი ვაჟიშვილები: ალექსანდრე, კოსტანტინე, ვარდენი, ფარნაოზი, დათა. ქალიშვილები: ელეონორა ეკატერინე). ანუ სიაში შეტანილია ხელწერილში ნახსნები გიორგი ქახოსროს-ძე შარაშიძე და მისი შვილი ალექსანდრე შარაშიძე. ასევე საგულისხმოა, რომ ხელწერილი ინახებოდა კონსტანტინე (ტატო) შარაშიძის (სიის მიხედვით გიორგი შარაშიძის შვილი) შთამომავლების ოჯახში და ამ მხრივ მისი კუთვნილება საეჭვო არ გახლავთ.
.
ხელწერილის მიხედვით მყიდველების ივანე და ვატა დავითის-ძე ჯაყელებიც შეტანილია იმპერატორის მიერ 1850 წელს დამტკიცებულ გურიის თავად აზნაურთა სიაში. კერძოდ – ჯაყელი „დავით ბუჭუას ძე, მეუღლე მისი თამარი, მათი ვაჟიშვილები: ივანე, ვატა. ქალიშვილი მარიამი ივანეს მეუღლე ელისაბედი, მათი ვაჟიშვილები: ბუჭუა, გიგო, სიმონი, ვატას მეუღღლე მზეხა.“ ამასთანავე შარვაშიძე და ჯაყელი ორივენი სოფელ საყვავისტყის მცხოვრებნი იყვნენ.
.
გვარის სხვადასხვა ფორმით მოხსნიება შეიძლება აიხსნას იმით, რომ გადმოცემის მიხედვით შარაშიძეები იგივე აფხაზეთიდან გადმოხვეწილი შარვაშიძეები არიან, თუმცა ამ მხრივ რაიმეს დადასტურებულად მკიცება შეუძლებელია. მაგრამ სხვადასხვა წყაროს მიხედვით ამ გვარების ერთმანეთში არევა დასტურდება და როგორც ჩანს ამ გვარმა საბოლაო ფორმა შარაშიძე, სწორედ 1850 წელს რუსეთის იმპერატორის მიერ დამტკიცებული სიის შემდეგ მიიღო. აქვე საინტერესოა შემოქმედის გულანის 1685 წელთან დაკავშირებული შემდეგი მინაწერი – „აქა ჯუმათელი შარაშიძე მიიცვალა“. გულანში მითითებული შარაშიძე გახლავთ ჯუმათელი ეპისკოპოსი მაქსიმე II შარვაშიძე (1677-1685), რომელიც ასევე „დიდი ჯუმათელის“ სახელით იყო ცნობილი და ფაქტია, რომ გულანში შერვაშიძე მოხსნიებულია შარაშიძედ.
.
ასევე ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში შარაშიძე იხსნიებოდა შარვაშიძის ნაცვლად, რისი დასტურიცაა გრიგოლ იმნაიშვილის მიერ გურიაში 1961 წელს ჩაწერილი გადმოცემა – „აფხაზეთის მეფე ჰამუდბეი შარაშიძის“ შესახებ (აფხაზეთის უკანანსკელი მთავარი მიხეილ შარვაშიძე (ჩაჩბა) იგივე ჰამუთ-ბეი). ამ შემთხვევაშიც ხალხურ გადმოცემაში შერვაშიძეს შარაშიძედ იხსენიებენ.
.
გატექსტებული ხელწერილი
.
ჩყნ წელსა (1850) ??ევნდებრის იდ-ს (14) დღესა
.
ჩვენ ქვემორე ამისა ხელისმომწერნი ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის უეზდის ჩაოხატაურის უჩასტკას შინა მცხოვრები სახელმწიფო აზნაურნი გიორგი ქაიხოსრო და ძენი ჩემნი შარვაშიძეებნი ვადასტურებთ მტკიცესა აწ შეუცვალებელის ნასყიდობის ხელიწერილისა ამავე უჩასტკისა მცხოვრებნი სახელმწიფო აზნაურთ ივანე და ვატა დავითის ძეთ ჯაყელებთ მას შინა რომელ ადგილ მამული საზიარო თქვენი მოგყიდეთ საშვილიშვილოთ სახელდობრ სადაცა მოსახლეობთ დღეს თქვენ საძოვრების აღნიშვნით აღმოსავლეთის ??????? შარაშიძეების სასაზღვროს ?????
.
ამა აღნიშნული?? საძოვრებს შიგნით განცხადებულის ადგილმამულისა ნახევარი ესე იგი რომელიცა ჩვენი ხვედრი და ნაწილი იყო რადგანაცა ვა?ნიცა თვენ გაუფლებენ სასყიდლად ადრიდგან კუთვნილებისამებრ და მოგყიდეთ თვით ადგილი ესე განცხადებულის საძოვრებითა და ყოვლითა ჩენი ხვედრის სარგებლისაგან მიწაწყლით ხევენახი ნიგვზით და ბჟოლით და ხეხეილით და ყოველი სარგებლობითა რომლისათვისაცა ჩვენ ამიერითგან აღარადაგედაოს მიერ არავითარი განაწილება დავა სარგებლობათ ადგილსა ამას შინა ??ამედ იქვნების ხვედრსა მლობელობასა ქუეშ თქვენს საუკუნო საშვილიშვილო შემდგომად ამისა ვინცა ჩუენ უროარა(?) გედავებნით ????? და არცა მისაკუთურებთ ეგრეთვე იგიცა მემკვიდრენი ჩუენნი შვილიშვილნი და იგიცა მახლობელნი მეგვარე და ნათესაუნი ჩჳნი ?? ცან ქონ და ორცა (?) მემკვიდრენ იქუნდა ჳღარ გედაო????????? წინააღმდეგ თხოვნაშიდ ვკრავთ . . . . რომელ უკეთუმცა ვინმემ გამოგედაოს ჩეუნგანმა ანუ სხვამა მაშინ ვალათ ვდებთ ჩჳნს თავზედ რომე ჩვენ მოგაცილოთ და თქჳნ გაგათვისუფლოთ ყოვლისა მაგენისა და მაძიებლისაგან რო???????ნა მიყოფთ თქუნგან ??????????????????????????????????????????? მიერ აღმო????? სრული ფასი სამოცდაცამეტი მანეთი ვერცხლისა სრულის კმაყოფილებითა ჩჳნითა და არა დაგე???ო მიერ სავალო არავითარმა თქუენგანმა არამედ ვართ სრულნი კმაყოფილნი თქჳნგან მიღებითა . . . . სრულის სვინდისისამებრ ჩვენისა ?????? ხელს ვაწერთ (სიმკიცითა ?) აზნაური გიორგი შაურაშიძე, რადგან მან წერა არ იცოდა მის მაგიერათ ხელს ვაწერ მისივე აზნაური ალექსანდრე შაურაშიძე ხელს ვაწერთ აზნაური ვახტანგ შარაშიძე და რადგან მან წერა არ იცოდა მისი თხოვნით მის მაგიერ ხელს ვაწერთ აზნაური ესე ჟღენტი.
.
ამ ნასყიდობაზედ თან დამ(სწრენი?) ვართ და მოწმეცა ვართ აზნაურნი ეგნატე და ბერა ჩხიკვიშვილები და რადგანაც მათ წერა არ იცოდნენ მათ მაგიერ ხელს ვაწერ აზნაური
.
*ხელწერილს სავარაუდოდ კიდევ ერთი გვერდი ჰქონდა
.
წყარო:
– დიმიტრი ბაქრაძე – არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში 1987
– ზურაბ ჭუმბურიძე ქველი ჩხატარაიშვილი – გურიის თავადთა და აზნაურთა ოჯახები 1993 წელი
– ხელწერილის დედანი მომაწოდა იური სოროზანაშვილმა
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share