გურული “ბაღნების” ბრძოლა ძალადობის წინააღმდეგ

გურული “ბაღნების” ბრძოლა ძალადობის წინააღმდეგ
.
ზოგადად ცნობილია ძველ დროში გურულების ლტოლვა სწავლა-განათლებისაკენ და ამ მხრივ ძალიან ბევრიც გახლავთ დაწერილი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ძველი სწავლა განათლების, განსაკუთრებით კი რუსული იმპერიული განათლების სისტემა ძირითადად ბაშვების ცემატყეპაზე იდგა. ამ მხრივ ყოველთვის მაინტერესებდა გურული ბავშვების დამოკიდებულება სწავლების ამ მეთოდისადმი. ძველ წყაროებში მივაგენი გარკვეულ ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორ ებრძოდნენ გურული ბაღნები ძალადობას.
გთავაზობთ გურული ბაღნებისა და მოძალადე “განმანათლებლებს” დაპირისპირების რამდენიმე საინტერესო ეპიზოდს:
“სკოლიდან შინ მოსული ბავშვმა დაიქადნა “მასწავლებელს ტუკით დავხთები შარაზეო”
– “რეიზა ბიჯოო” კითხეს უფროსებმა
– “რეიზა და მთალა თმაი ამქიჩა თავზეო და სირცხვილი მაჭამა ბაღნებშიო”
“სარკე გურულთა ცხოვრებისა” 1902 წელი
“ოზურგეთში საეკლესიო-სამრევლო სკოლის მოსწავლემ 13 წლი ბიჭმა გვარად ბაჯელიძემ, სამრევლო სკოლა ცეცხლს მისცა. ცეცხლიც ჩაქრობა მოხერხდა, ბიჭი კი გადაეცა მშობლებს სამეურვეოდ.”
გაზეთი “უტრო როსიი” 1913 წელი 13 ივლისი
„მივიღე ტელეგრამა ცნობებით ოზურგეთიდან, რომელიც შეეხება იქაური სასულიერო სემინარიის 18 წლის უვარგისი მოსწავლის ახალ გამოხტომას. მოსწავლე გაურიცხავთ სასწავლებლიდან ცუდი საქციელისათვის, რის გამოც იგი თავს დასხმია სასწავლებლის ზედამხედველს, მოსწავლემ ზედამხედველი სასტიკად სისხლის დენამდე სცემა ჯოხით და თავიც გაუტეხა. ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ ამ მხარეში აუცილებელია მკაცრი ზომების სისტემის შემოღება წესრიგის დასამყარებლად და ხელისუფლებისადმი პატივისცემის გამყარების მიზნით. საუბედუროდ იქაურ მოსახლეობაში ჩანერგილია ისეთი განცდა, რომ ახლანდელი ხელისუფლება მათდამი ძველი ხელისუფლებისგვარად მორიდებული იქნება“.
ამონარიდი კონსტანტინე პობედონოსცევის წერილიდან (კისლოვოდსკი 20 ივნისი 1886 წელი) იმპერატორ ალექსანდრე მესამეს.
პობედანოსცევის წერილში მოხსნებული მოსწავლის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია გაზეთ “ივერიაში” (1886 წლის 31 ივლისი) – “პეტერბურგი – ოზურგეთის სასულიერო სასწალებლის მოწაფეს ჯორბენაძეს 18 წლისას, რომელმაც შეურაცყოფა მიაყენა სასწავლებლის ზედამხედველს” შემდგომ – “უმაღლესის ბრძანებით გადაუწყვიტეს ორი წელიწადი დისციპლინარულს ბატალიონში გაგზავნა”.
დიმიტრი ერმაკოვის ფოტო – გურული ბავშვი
მოამზადა კახა ჩვლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share