ერთი ასეთი ისტორიაა – ფეოდალურ ხანაში სამეგრელოში მოსამართლე/მდივანბეგს დადიანსა და ერთ აზნაურს შორის დავა განუხილავს და დადიანის საწინააღმდეგო გადწყვეტილება გამოუტანია.
.
განრისხებულა დადიანი და უბრძანებია გაბაწრული მომიყვანეთო, რომ მიგვარეს მოსაამრთლეს უთქვამს – ძალით და იარაღით თუ გინდოდა დავის გადაწყვეტა მაშინ შენივე დაწესებული სასამართლო რაღაში გჭირდება გააუქმეო, ძალით ნებისმიერ უთანხმოებას შენს სასარგებლოდ გადაწყვეტო.
.
კიდევ უფრო ადრე 3700-3800 წლის წინ ლურსმანული დამწერლობით დაწერილი ბაბილონის მეფის ხამურაბის კანონების კანონის შესავალ ნაწილში მითითებულია, რომ ღმერთებმა ხამურაბს შთააგონეს სასამართლოს შექმნა და კანონების დაწერა – „რათა ძლიერმა არ დაჩაგროს სუსტი, რათა გამოჩენილი იქნეს სამართლიანობა ობოლთა და ქვრივთა მიმართ, რათა ბაბილონში – ქალაქში, რომელთა თავი აამაღლეს ანუმმა და ელილმა, და ესაგილმა, საძირკველი რომლისაც მკვიდრად დგას მიწასა და ზეცის შორის, – სამართალს ამკვიდრებს ქვეყნის სასამართლო და ჩაგრულთ უწესებს სამართალიანობას, და ამოტვიფრა თავისი ძვირფასი სიტყვები თავის ძეგლზე და დადგა იგი თავიისა წინ, როგორც სამართლიანობის მეფის გამოსახულება.“
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა