შავი ზღვის გურიის სანაპირო მეთექვსმეტე საუკუნის რუკებზე – ნავსადგური San. giorgio (წმინდა გიორგი)

მეთექვსმეტე საუკუნის ცნობილი კარტოგრაფების ფერნან ვაშ დურადოს, ფრანჩესკო გიზოლფის და დიოგო ომემის რუკებზე გურიის ტერიტორიაზე პალიასტომის სამხრეთით სავარაუდოდ მდინარე სუფსის შესართავში დაფიქსირებულია ნასადგური (დასახლებული პუქნტი) S. zorzi და S. giorgio ანუ წმინდა გიორგი.
ამ შემთხვევაში იტალიური რუკა უფრო საგულისხმოა, ვინაიდან ამ პერიდისათვის შავ ზღვის სანაპიროზე ყველაზე მთავარი ქალაქი გზალდათ ყირიმში მდებარე ქალაქი კაფა (დღევანდელი ფეოდოსია), რომელიც გენუელების კოლონია გახლდათ მეთხუთმეტე საუკუნის ჩათვლით და იტალიებისათვის კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share