გაბრიელ რამიშვილი თავის მოგონებებში წერს ალმასხანე ბედინეშვილის ისტორიას, რომელიც რამიშვილს 1911-1912 წლებში ზემო სურებისაკენ გზად მიმავალი უნხავს:
.
„დუქნის ეზოში, შარაგზაზე მომავალმა ღრმა მოხუცმა ამოიარა და შეუჩერებლივ ზემო სურებისაკენ წავიდა. მოხუცს, წელში მოკაკულს, თავი თითქმის მიწამდე ჰქონდა დატანილი. არაჩვეულებრივად გრძელი თეთრი წვერი გეგონებოდა თითქოს მიწას ეხებოდა; ასეთივე გრძელი, გაშლილი თმა ბეჭებზე ეყარა; ტანზე მოლურჯო ფერის გახუნებული ანაფორის მსგავსი სამოსი ეცვა, რომელის კალთების ყურები ქამარში ამოეკაპიწებინა; თავზე კახური ქუდის მსგავსი პაწაწინა ქუდი ეხურა; მარცხენა ხელით პატარა ჩანთას თითქმის მიწაზე მიათრევდა; მარჯვენაში უბრალო, კანგამოცლილი ჯოხი ეჭირა მაჯაშებრუნებით ისე, რომ ცერი ქვევით იყო და ნეკი ზევით.
.
მოხუცმა აიარა ისე, რომ არავისათვის ყურადღება არ მიუქცევია. დუქნის ეზოში მდგარმა ხალხმა მას თვალი გააყოლა.“
.
ეს მოხუცი 100 წელს გადაცილებული ალმასხანე ბედინეშვილი ყოფილა, ახალგაზრდობაში ალამასხანე მოუდრეკელი ვაჟკაცი ყოფილა, მისი ცხოვრებიდან 80 წელი „გავარდნილად“ გაუტარებია, ფირალობისას ხან სურების ტყეში ყოფილა, ხან სათათრეთში, ხანაც კი ლეკეთში. დიდი ხანი არ ყოფილა რაც დაბრუნებულა და უდაბნოს მონასტერში ბერად შემდგარა.
.
ალმასხანეს ისტორია რამიშვილის გადმოცემით ასეთია:
.
ალმასხანეს მამა ზურაბ ერისთავის შინაყმა ყოფილა, შინაყმაზე უფრო დაბალი და უკანსკნელი მოჯალაბე ყმა ყოფილა, მოჯალაბე ყმის სამსახურს კი ბედინეშვილები თაკილობდნენ. ერისთავს ალმასხანეს და მოჯალაბე ყმებში გადაუყვანია და ბატების მწყემსვა დაუვალებია, ალმასხანემ ეს ამბავი, რომ გაიგო მისი და ბატონის უკითხავად სახლში წამოუყვანა. ამაზე ზურაბ ერისთავი განრისხებულა და მისი ორი მოურავი გაუგზავნია ზემოსურებში – „ალმასხანე გათოკილი აქ მომგვარეთო“. მასთან გასათოკად მისული მოურავებიდან ალამასხანეს ერთი ხანჯლით მოუკლავს, მეორეს კი გაქცევით უშველია თავისათვის. ამის შემდეგ ალმასხანე ტყეში „გავარდნილა“ .
.
განრისხებულ ზურაბ ერისთავს უბრძანებია ალმასხანეს სახლკარი გადაწვით და მისი ცოლშივილი აქ მომგვარეთო, შემდეგში კი მისი ცოლშვილი იმერეთში გაუყიდნია. გამწარებული ალმასხანე დიდხანს ჩუმად უტრიალებდა ზურაბ ერისთავის სახლს და კარგად, რომ შეუსწავლია ყველაფერი სახლში შეპარულა, ზურაბ ერისთავს ჯერ ხანჯლით ორივე ხელები დააჭრა, შემდეგ კი მოკლა. ეს ამბავი რამიშვილის გადმოცემით 1854 წელს მომხდარა.
.
ალმასხანე გულკეთილი კაცი და კაი მონადირე ყოფილა, ტყეში „გავარდნის“ შემდეგ ნანადირევს ხშირად აძლევდა თურმე გლეხებს. რაც მთავარია ალმასხანე ტყვეების მომტაცებელი ოსმალოების წინააღმდეგ დიდი მებრძოლი ყოფილა და ბევრი მომხდურიც მოუკლავს, ასევე დაუნდობელი ყოფილა და ავაზაკებისა და ხალხის ამწიოკებლების მიმართ. ალმასხანეს უძლეველობის ამბავი ოსმალეთშიც კი ყოფილა ცნობილი. ყველაფერი ამის გამო ალმასხანე დიდი პატივისცემით სარგებლობდა ხალში.
.
– მომზადებულია გაბრიელ რამიშვილის „გიორგი ჯვრის კავალერის მოგონებების“ მიხედვით
– კარლა სერენას გრავიურა – გურული
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა