რამდენჯერმე გამოვაქვეყნე გურიის სამუსიკო ორკესტრის შესახებ ინფორმაცია, თუმცა ორკესტრის შესახებ ინფორმაციას შემდეგში არაერთხელ გადავაწყდი, ეს თემა ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რადგანც ორკესტრის რეპერტუარი ნამდვილი გურული შოუ გალხლდათ, სამუსიკო ორკესტრი ასრულებდა ქართულ მოტივებზე შექმნილ ნაწარმოებებს, სრულდებოდა გურული სიმღერები და ასევე რეპერტუარში ჰქონდათ გურული ცეკვები. გთავაზობთ გაზეთ ივერიის 1889 წლის 8 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას:
.
“5 დეკემბერს, სამშაბათს ქართულ თეატრში ვნახეთ გურიის „დრუჟინის“ მემუსიკეთა ხორო და მოვისმინეთ ის ხმები, რომელიც ამ ხორომ დაუკრა ბ-ნის კეშელავას ლოტბარობით. მემუსიკენი სულ გურულები იყვნენ, რიცხვით 14 კაცი, და ჩინებულადაც უკრავდნენ ზოგიერთს ძნელს კლასიკურ პიესას. საკმაოდ კარგად დაუკრეს ბალანჩივაძის „პოპური“ შედგენილი სხვა-და-სხვა ქართულ სამღერელ საგალობლებისაგან. საზოგადოება ცოტა დაესწრო, მაგრამ ვინც დაესწრო, დიდად ისიამოვნა ამ ქართველ მემუსიკეთა ხოროს ნახვით, იმათის მუსიკის დაკვრის ხელოვნებით და ყველა ხარობდა, რომ ასე კარგად მშვენიერად შეუსწავლიათ მუსიკის დაკვრაო. არა ნაკლებად ისიამოვნა საზოგადოებამ გურულის ცეკვა- თამაშობითაც.”
.
გაზეთი „ივერია“ 1889 წელი 8 დეკემბერი #261
1892 წლის 17 მაისის კონცერტის აფიშა
.
პირველ კომენტარში – გურიის სამუსიკო ორკესტრზე
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა