„მირეკავენ და მთხოვენ ქვეყნიდან გაქცევაში დავეხმარო“ – რას წერს ნუგზარ სულაშვილი?

ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ნუგზარ სულა სულაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ბევრი ახლობელი მყავს რუსეთში… როდესაც მათ ვესაუბრებოდი პოლიტიკაზე, მოკლედ მპასუხობდნენ – პოლიტიკა ჩვენ არ გვაინტერესებს-ო.

ახლა მირეკავენ და მთხოვენ ქვეყნიდან გაქცევაში დავეხმარო.

აინტერესებს ყველას, თუ რომელ ქვეყანას შეაფაროს თავი…

ეს მაგალითია არა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებისთვის, არამედ ქართველებისთვისაც და განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის.

იცოდეთ, როცა დაინტერესდებით შეიძლება ძალიან გვიანი აღმოჩნდეს“, – წერს სულაშვილი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share