გერმანიის თავდაცვის მინისტრი კრისტინე ლამბრეხტი აცხადებს, რომ უკრაინაში იარაღის მიწოდება არ მოხდება, რათა არ იყოს დაძაბულობის ხელშეწყობა. ბერლინი კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის მომხრეა. ამის შესახებ მინისტრმა გერმანულ მედიას განუცხადა.
„ფედერალურ მთავრობას დიდი ხანია გააჩნია მკაფიო პოზიცია – ჩვენ არ მიგვიწოდებია იარაღი კრიზისული ზონებისთის, რათა არ დაგვეშვა იქ შემდგომი ესკალაცია“, – განაცხადა ლამბრეხტმა.
მისი თქმით, დღეისთვის მიმდინარეობს დიალოგი მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ.
„უკრაინის კონფლიქტში ჩვენ გვყავს პარტნიორები მოლაპარაკებების საკითხში, რომლებიც დაუბრუნდნენ მოლაპარაკებათა მაგიდას, მაგალითად, რუსეთი-ნატოს საბჭოში და „ნორმანდიულ ფორმატში“. აი, რატომ არის ახლა ჩვენი ამოცანა მოხდეს ესკალაციის დაწევა. ჩვენ ამ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება გვსურს“, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.