ლიხაურის ციხესიმაგრე – ფრაგმენტი ნიკოლოზ დუნკელ ველინგის წერილიდან

ლიხაურის ციხესიმაგრე (ფრაგმენტი ნიკოლოზ დუნკელ ველინგის წერილიდან 1853 წელი)
უკვე ბინდდებოდა როცა ოზურგეთში დავბრუნდი, სავსე ვიყავი შთაბეჭდილებებით, რომელიც დამიტოვა უძველესი ღვთის საუფლოს სიწმინდემ და საოცარმა ბუნებამ, რომელისათვისაც შემეძლო თავისუფლად შემეხედა შემოქმედის სიმაღლიდან.
ჩემს მიერ განცდილი ეს ნეტარება, იყო საწყისი სურვილისაახლადა განმეცადა იგივე სხვა ადგილების მონახულებით.
სამი დღეც არ იყო გასული თარჯიმანის თანხლებით ხელახლა დავდექი გზას, ამჯერად ჩემი მგზავრობის მიზანი გახლდათ ლიხაურის ციხესიმაგრე.
დღე იყო ნათელი და ცხელი, ღრუბლებს მთების თავზე მოეყარათ თავი, მაგრამ არაფერი არ მოასწავებდა უამინდობას. ოზურგეთიდან ნახევარ ვერსტზე გადავედით სუფთა და გამჭვირვალე მდინარეზე, რომელიც გარს უვლის კარანტინს. მდინარის ფონზე გადასვლისას განსაკუთრებულ სიამოვნება განვიცადე როცა საძაგელ სიცხიან დღეს მთის წყლის ნაკადში შევედი. ფონის ფკერი წვრილი ქვებით იყო მოფენილი, წყალი ისეთი სუფთა იყო რომ ფსეკრზე ყველა კენჭი ჩანდა, მდინარეზე იყო ორი ტოტი, ცხენოსნები ჯერ შედიოდნენ პირველ ღრმა ტოტში სადაც ძალიან ცივი წყალი ცხენოსანს უნაგირამდე წვდებოდა, ორ ტოტს შუა წყალი მეჩხერი იყო და ხმაურით მიედინებოდა, რის შემდეგაც მოპირდაპირე მხარეს მხედრებს ისევ ღრმა წყალში უწევდათ შესვლა მეორე ნაპირზე გადასასვლელად.
მდინარე არჩი-ცხალის (ასე ეძახიან მდინარეს) შემდეგ გზა ჯერ შეუმჩნევლად სიმაღლეზე მიდიოდა, შემდეგში კი მკვეთრი აღმართი დაიწყო, აქ უკვე გზა ხეებითაა დაბურული და ხშირ შემთხვევაში ხის ფესვები კიბის საფეხურის მაგივრობას უწევს დაღლილ მგზავრს. მთის ძირში სოფელ ლიხაურის მოსახლეობა უდარდელად და მხიარული სიმღერებით მუშაობდა ყანაში. მათი სიმღერა ძალიან წააგავს შვეიცარიელი მთიელების სიმღერებს.
სიმაღლეზე ასულებმა მკვეთრად მარჯვნივ მოვუხვიეთ და შევჩერდით რამდენიმე სახლით იყო განაშენიანებულ პატარა მოედანზე, მოედნის ერთ კიდეზე ხევზე გადადგმულია მოურავის ლამაზი ძველებური სახლი.
კეთილგანწყობილი მოურავის ბიჭებმა მალვე მოირბინეს ჩვენთან, ცხენები ჩამოგვართვეს და წაგვიყვანეს ეგრედწოდებულ განსაკუთრებულ სასტუმრო ანუ იგივე სავაჭრო სახლში. თავად მოურავმა არ დააყოვნა, მალევე მოვიდადა ძალიან კეთილად და სიხარულით მომესალმა.
შემოიტანეს სუფრა – მაგიდა რომელზეც იყო ძალიან კარგი თოვლივით თეთრი ღომი, რომელსაც მიირთმევენ პურის ნაცვლად სამეგრელოში, გურიაში და ნაწილობრივ იმერეთში. კვერცხი, ყველი, შემწვარი ქათამი და შეუდარებელი კალმახი, რომელიც სამწუხაროდ ცივი იყო. გრაფინში ესხა ღია ვარდისფერი ლიხაურის ღვინო, რომელიც დამსახურებულად ითვლება საუკეთესოდ გურიაშიც კი სადაც უამრავი ძალიან კარგი ღვინოა. სუფთა სპილენძის ჭურჭელით მოიტანეს წყალ იტრაპეზის წინ ხელისა და პირის დასაბანად.
გულუხვი მასპინძელისათვის მადლობის გადახდის შემდეგ შევუდექი სოფლის სადილს, რომელმაც მომაძლიერა მთის მწვერვალისკენ ძნელი ფეხით გასეირნების წინ. სადაც მდებარეობდა ძველი ციხესიმაგრის ნანგრევები. სადილის შემდეგ მიმიწვიეს მოურავის სახლში, რომელიც როგორც უკვე გითხარით მხებრეობდა ციცაბო ხევის პირზე, რომლის აივანი გადადგმული იყო საკმაოდ ღრმა უფრსკულზე, აივანს ეხება ხევის ფერდებზე ამოსული ასწლოვანი ხეების წვერს, ნაწილი ხეების სიმაღლე თითქმის უტოლდება სახლის სახურავის სიმაღლეს.
სახლში შესვლის შემდეგ მე წარმადგინეს დიასახლისის წინაშე, რომელიც გახლდათ იმერეთში დაბადებული თავადის ქალი გვარად მიქელაძე, რომელსაც თითქმის ერთი საათი ვესაუბრე თარჯიმანის მეშვეობით, რაც იყო ძლიან იმაზე უფრო უცნაური და უხერხული რისი წარმოდგენაც კი შესაძლებელია.
მასთან დამშვიდობების შემდეგ გავუყევი მთის ბილიკს ძველი ციხის ნანგრევებისაკენ. ყველა ნაბიჯის შემდეგ გადაადგილება უფრო და უფრო ძნელდებოდა, მაგრამ ასევე ყველა ნაბიჯის შემდეგ ჩემს თვალწინ იშლებოდა უფრო ლამაზი ხედები. უფრო ფართპვდებოდა ჰორიზონტი, აი ისევ ერთი მხრიდანაა ზღვის სილუჯე, ხოლო მეორე მხრიდან გურიისა და სამეგრელოს ტყეებისა და ველ-მინდვრების სიმწვანეა. კიდევ ორი სამი ნაბიჯი და ციხესთან ახლოს ქვაზე ჩამოვჯექი.
ციხის გარე კედლები, რომლებიც დაფარულია ხვიარა მცენარეებით, კარგადაა შემონახული, კოშკები, სათოფურები და ციხის შიდა ტიხრები დანგრეულია. ციხის შიგნით შემონახულია რამდენიმე არშინის სიღრმის უზარმაზარი ქვევრები, რომლებსაცადრე დამნაშავეთა საპყრობილედ იყენებდნენ. ლიხაურის ციხის დანიშნულებაც ადრე პატიმარა შენახვა ყოფილა.
ყველა ჩემი მცდელობა დამედგინა ციხესიმაგრის აგების თარიღი წარუმატებელი დარჩა, ამ მხრივ ჩემს შეკითხვებზე ერთი პასუხს მცემდნენ: „ის ძალიან ძველია“, რაც ამ არაფრისმთმელი სიტყვების გარეშეც კი ისედაც ცხადი გახლავთ. მიუხედად ჩემი მცდელობისა ამომეხსნა ეს საიდუმლო ციხეში ვერანაირი წარწერა ან ნიშანი ვერ აღმოვაჩინე.
როგორც შემოქმედის მთიდან ისევე აქედანაც ხედები ძალიან ვრცელი და ლამაზია, ეს იგივე პეიზაჟის გამეორებაა, თუმცა შეიძლება კი მოგწყინდეს ან და მოგეჩვენოს ერფეროვნად ეს უბიწო და ნორჩი ბუნება ყველა თავისი სიხალისითა და სილამაზით? შეიძლება მოგწყინდეს ის რაც მდიდრულად განფენილია შენს ფეხებთან, გამთბარი თაკარა სამხრეთის მზით, რომელიც თითქოსდა ნეტარებისაგან ცახცახებს თქვენს ფეხებთან.
მთიდან ჩამოსვლა მასზე ასვლაზე უფრო ძნელი დარჩა, ქვები სრიალებს ფეხექვეშ და დაგორებული ხტუნვა ხტუნვით ქრებიან გვერდით უფრსკულში, ნელა ჩამოვედი მთიდან, ვჩერდებოდი ყველა ადგილზე სადაც ეს შესაძლბელი იყო და ვემშვიდობებოდი ნახატივით ადგილებს; ყოველი შეჩერების შემდეგ ეს დიდებულება ნელ ნელა იფარებოდა და ქრებოდა ისევე როგორც მსუბუქიმხიარული სიზმარი. მე ვგრძნობდი რომ ყველაფერი რაზეც ხედვა ბატონობს, ყველაფერი რაც პირველად ვნახე, ბრწყივალე წარმოსახვაა, ახლა კი ნელ-ნელა ქრება ეს ყველაფერი, იფარება ჩემგან სამუდამოდ და მე ვერასდროს ვეღარ ვნახავ ამ ბრწყინვალე და შეუდარებელ სურათებს.
ქვევით ჩასვლისას ცხენები შეკაზმული დამხვდა, გამცილებელი მაჩქარებდა იმის გამო, რომ საღამოს წყალი მთის მდინარებში მოიმატებდა და ფონზე ვეღარ გავიდოდით; ამ მართებულმა შენიშვნამ მაიძულა გამოვმშვიდობებოდი მოურავს და მის ლამაზ მეუღლეს, რის შემდეგადაც გზას დავდექით.
ფრთხილად დავიწყეთ მთიდან ჩამოსვლა, მაგრამ მე ვერ ვახერხებდი, რომ უკან მთისკენ არ მომეხედა, რომელზეც მოსჩანდა მზით განათებული ძველთაძველი ციხესიმაგრე დასავლეთისაკენ თავდახრილი, მომეჩვენა, რომ მიმაცილებდა ახლოწარსულში მის ყოფილ სტუმარს.
მოამზადა კახა ჩავლეიშვილმა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share