“წინა ცხოვრებაში” ექსკურსიამძღლი ვიყავი, ამ საქმიანობიდან გამომდინარე რამდენჯერმე კახეთშიც მოვხვდი, მახსოვს თელავის საექსკურსიო ბიუროს ექსკურსიამძღოლი ასაკოვანი ადამიანი თუ არ ვცდები სახელად – ოქრო, ამ კაცის ნათქვამის მიხედვით იგი ადრე თელავის მუზეუმის დირექტორი ყოფილა და ამბავიც მომიყვა, როგორ მოატყუა თელავის რაიოკომის მდივანმა ართუნოვმა თუ არითუნიშვილმა მახარაძის რაიკომის მდივანი და როგორ წაიღეს კახელებმა ერეკლეს ხმალი თელავში, რომელიც ოზურგეთის მუზეუმში ინახებოდა. მისი თქმით თელავის რაიკომის მდივანს უთხოვია ერეკლესთან დაკავშირებული დღესასწაული გვაქვს და ხმალი გვათხოვეთო, წამოვიღეთ და ახლა აღარ ვაბრუნებთო, რა უნდა ერეკლეს ხმალს მახარაძის მუზეუმშიო. ძალიანაც უხაროდა ბატონ ოქროს ხმალის თელავში დაბინავება.
.
ამ ხმალის ისტორია ასეთია, გადმოცემის მიხედვით ხმალი ასპინძის ომში 1770 წელს ნადავლის სახით ჩაუგდიათ ხელში გამარჯვებულ ქართველებს (ხმალი 91 სმ. სიგრძისაა, აქედან 74 სმ. ხმლის მახვილია, სიფართე 3,5 სმ.), შემდეგ ხმალი ერეკლეს წარწერით უჩუქებია სამეგრელოს მთავარ გიორგი დადიანისათვის. 1841 წელს ამ ხმალშებმული დადიანი სამეგრელოს ჯარს შემოუძღვა გურიაში აჯანყებულებთან საბრძოლველად. გურულებმა მეგრელები ალყაში ამოაქციეს და იარაღის დაყრა უბრძანეს, მეგრელებმაც დაყარა იარაღი მათ შორის ერეკლეს ნაჩუქარი ხმალიც აღმოჩნდა. ამ მომენტთანაა დაკავშირებული მეგრელების ჯარის ე.წ. სამარცხვინო “ალაიაში” გატარება.
.
– ფოტოები თელავის მუზეუმიდან
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა