1804 წელს იმერეთის სამეფომ რუსეთთან ელაზნაური შეთანხმება გაფორმა, რომლის მიხედვით იმერეთი, სამეგრელო და გურია რუსეთის მფარველობაში შევიდა. უკვე 1805 წელს კოლხეთის ოქროთი შთაგონებულმა რუსებმა დასავლეთ საქართველოში გეოლოგიური პარტია გამოგზავნეს, რომლის მიზანი იყო ოქროსა და სხვადასხვა სახის მინერალების საბადოების პოვნა. გეოლოგებმა გარკვეული სახის მინერალები მართლაც აღმოაჩნეს, თუმცა ოქროს საბადოებს ვერ მიაგნეს.
1821 წელს კავკასიის მთავარმართებლის გენერალ ერმოლოვის ბრძანებით, საქართველოში სამთო საქმის ხელმძღვანელმა კარპინსკიმ დაიწყო სამეგრელოს, გურიის და იმერეთის გეოლოგიური შესწავლა კოლხური ოქროსა და სხვა წიაღისეულის მოძიების მიზნით. წინა გეოლოგიური პარტიისაგან განსხვავებით კარპინსკიმ დაიწყო სამთო დანალექი ქანების, მდინარეების ნაპირებისა და მათი ჩამონატანების შესწავლა, თუმცა მიუხედავად ამისა გეოლოგებმა ოქრო ისევ ვერ აღმოაჩინეს.
სამთო დაზვერვის დასრულებისას კარპინსკის აცნობეს, რომ გურიაში, ოზურგეთიდან 15 ვერსტზე, ასკანის სიხესიმაგრის მახლობლად მდებარეობდა ვრცელი მაღლობი, რომელსაც თათრები ეძახოდნენ „ჩიზილ-დაგ“-ს, ხოლო ქართველები „ოქროს ქედს“, ადგილმდებარობის დასახლებამ გეოლოგებს მიაღებინათ გადაწყვეტილება შეესწავლათ “ოქროს ქედი”. კარპინსკიმ ზედმიწევნით შეისწავლა მთის შემადგენლობა, რა დროსაც დაადგინა, რომ მთა შედგებოდა თიხნარი პლასტის ფიქლებისაგან (пласти глинистого сланца), რომელშიც თხელ ფანებად აღმოაჩინა რკინის ოქსიდის ჰიდრატის დანალექები, ასევე დაადგინა, რომ მთის შემადგენლობა ასევე შედგებოდა ქვიშრობი ქვებისა და ყვითელი თიხისაგან, რომელშიც მოფენილი იყო დიდრონი რკინის პირიტის მასები.
1824 წელს დასავლეთ საქართველოში და მათ შორის გურიაში ხელახლა დაიწყეს მადნეულის მოძიება და ამ მიზნით გამოგზავნეს გეოლოგები ნიკოლაი ვოსკობოინიკოვი და კრიჟანოვსკი, თუმცა მათაც ვერ მიაგნეს კოლხეთის ოქროს საბადოებს. ამის შემდეგ გურია კერძო მაძიებელების მიერ რამდნჯერმე იქნა შესწავლილი, ბოლოს კი 1843 წელს გეოლოგიური შესწავლა მოახდინა გეოლოგმა კარტერონმა, რომლის მხრიდანაც ოქროს ძიება ასევე უშედეგო გამოდგა.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა