ევროპული ფოლადი გურიაში

საქართველოში და მათ შორის გურიაში ხმლის და ხანჯლის საპირე მასალა შემოდიოდა ვეროპიდან ძირითადად ეს იყო ფერარას ფოლადი (ANDREA – Andrea Ferrara ვენეციელი მეიარაღე), ევროპული ფოლადისაგან მზადდებოდა გურიაში ე.წ. „გურული ხანჯლები“, რომლებიც ახლაც პოპულარულია კოლექციონერებში. ასევე ევროპიდან შემოდიოდა პისტოლეტების მექანიზმები, რომლიდანაც გურიაში აწყობდნენ კაჟიან ე.წ. „ფიშტოს“, რომლის დასახელებაც pistol -ის გურული ვარიანტია (ისევე როგორც დიდი ალბათობით “ფირალი” – pirat; pirata – ლათ.), ფიშტოს ძირითადად სნაიდერის ფირმის დეტალებიდან აწობდნენ (Snider–Enfield; Herman Ghiot; Peabody–Martini)..
.
მე-19 საუკუნის აღწერის მიხედვით გურიაში იყვნენ შემდეგი მეიარაღეები:
– კვაჭაძე ამბაკო – ოზურგეთი 1836-1887 წელი;
– ჩხარტიშვილი ლევან – ოზურგეთი 1886-1887 წელი;
– სალუქვაძე ამბაკო – ოზურგეთი 1886-1887 წელი;
– სალუქვაძე გიგო – ოზურგეთი 1886-1887 წელი;
– მინავა ბურდღუ – ლანჩხუთი 1886-1889 წელი;
– კვაჭაძე მიხეილ – ლანჩხუთი 1889 წელი;
.
გურიაში სხვა იარაღთან ერთად გავცელებული იყო ქართული კაბიანი ხმალი, რომლის ვადას 30 გრადუსიანი დახრა ჰქონდა, რაც საშუალებას აძლევდა მეომარს მეტი ძალით ეძგერებინა მტრისათვის და იგი უფრო საჩხვლეტ იარაღს წარმოადგენდა, თუმცა ვადის ასეთი დახრა ჩეხვაშიც საკმაოდ ეფეტური იყო და მოქნევისას უფრო დიდ რკალს მოიცავდა. იმის გამო, რომ “კაბიანი” მხოლოდ საქართველოში იყო გავრცელებული რუსებში დიდი ინტერესს იწვევდა, რის გამოც კაბიანი ძვირფას საჩუქრად ითვლებოდა და თითქმის მთლიანად გაიზიდეს საქართველოდან.
.
– Эмма Аствацатурян – “Указатель клейм мастеров оружейного и серебряного дела Северного Кавказа и Закавказья”
– «Оружейные реликвии дома Романовых» (Санкт-Петербург, 2012)
– სხვა ღია წყაროები
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share