„ხმის შემწეობითა და ჰარმონიით განსხვავება ცხადია, ქართლ-კახეთის გალობა წარმოგიდგენთს აღმტაცს, ამმამაღლებელს, სასიხარულოს და სადღესასწაულო ღაღადებას; იმერეთ-გურიის გალობა კი ღრმას, უსამზღვროს, საიდუმლოს, შორეულს, დამდაბლებულს, მოწიწებულს გრძნობას. იმერეთ-გურულს გალობაზედ ამბობენ „იაია“ ძალიან ბევრიაო. იმას ყურადღებას არ აქცევენ, რა ხმები არის ამ „იაიას“ გალობაში: ეს მთელი ზღვაა ხმებისა, რომელშიაც, როგორც ზვირთი ძლიერი იბადება და ბოლოს ინთქმის თვალ-გაუწვდელენელ ზღვაშია, ისე გრძნობის ზვირთები ერთმანეთსა სდევენ, მიდიან და მიაქვთ კაცის გონება უსამზღვრო საიდუმლოებაში.“ (ივერია)
.
გაზეთ ივერიაში გურულ გალობასთან დაკავშირებული წერილი, გამოქვეყნდა ეპისკოპოს ალექსანდრეს (ოქროპირიძე) მიერ „ქართული გალობის ნოტების დაწერისათვის“, მასვე საეკლესიო გალობის შესარჩევად ,,ძველი საეკლესიო გალობის აღმდგენმა კომიტეტი’’ შეუქმნია. რომელსაც პირველად ორ სექტემბერს ანჩისხატში გურიიდან ჩასული მღვდელის მაქსიმე ჩხატარაშვილმა გალობა მოუსმენია – ხუთ სექტემბერს გაზეთი დროება წერდა – „გურიიდან მოწვეული მგალობელი მღვდელი მოვიდა. გვსურდა შეგვეთანასწორებინა, ჰგავს თუ არა მისი გალობის კილო ქართველისას.“ აქვე „ბოლოს მღვდელმა იგალობა რამდენიმე ხმა. თუმცა ცოტა კი დაუკლაკნავთ იმ გვარათ, როგორც ლაპარაკს კლაკნიან ხოლმე იმერლები.“
.
პოლიევკტოს კარბელაშვილი წერს – „მოიწვიეს გურიიდან მგალობელი მღვდელი მაქსიმე ჩხატარაშვილი და სამი სხვა გალობის მცოდნენი მელქისედეკ ნაკაშიძე, ივანე ხავთასი და ნესტორ კონტრიძე. 14 სეკტემბერს 1878 წ. სიონის ტაძარში ორპირად იგალობეს – მარცხნივ ვგალობდით ძმები კარბელაშვილები, მარჯვნივ გურული მგალობლები“.
.
– გაზეთი დროება #178, 1878 წელი 5 სექტემბერი (ენკენისთვე)
– გაზეთი დროება #180, 1878 წელი 6 სექტემბერი (ენკენისთვე)
– გაზეთი ივერია #39, 1878 წელი 5 ოქტომბერი
– პოლიევკტოს კარბელაშვილი “საერო და სასულიერო კილოები ისტორიული მიმოხილვა” (1898)
– ფოტო გურული მღვდელი 1878 წელი, ფოტოგრაფია ჟან რაული
მოამზადა კახა ჩხარტიშვილმა