საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა 25.8% შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 11.5%-ა.
საქსტატის ინფორმაციით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის ტენდენცია თითქმის ყველა სექტორში გამოვლინდა.
ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობა, ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.